საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ კონვენცია

მიღების თარიღი 03.05.1967
ძალაში შესვლა 02.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1967-05-03
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016338
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2015
matsne.gov.ge 1,298 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.05.1967 მიღება
02.03.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„2005 წლის 14 აპრილის ოქმით შესწორებული საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ“ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 03.05.1967 საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 14.02.2018 ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 22.11.2018 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი 90% 04.04.2019 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 90% 12.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ კონვენცია საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ კონვენცია კონვენციის მონაწილე მთავრობები, მიაჩნიათ რა, რომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ბიურო დაარსდა 1921 წელს სანავიგაციო რუკებისა და დოკუმენტების გაუმჯობესების გზით, მსოფლიოს მასშტაბით ნავიგაციის გაადვილებისა და უსაფრთხოების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით; სურთ რა ჰიდროგრაფიის სფეროში თანამშრომლობა მთავრობათაშორის დონეზე; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი I წინამდებარე კონვენციის ძალით საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია დაარსებულად ითვლება და შემდგომში მოხსენიებული იქნება, როგორც „ორგანიზაცია“, რომლის შტაბ-ბინაც განთავსებულია მონაკოში. მუხლი II ორგანიზაციას აქვს სათათბირო და წმინდა ტექნიკური ხასიათი. ორგანიზაციის მიზნებია, უზრუნველყოს: a) ეროვნული ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია; b) სანავიგაციო რუკებისა და დოკუმენტების მაქსიმალური ერთგვაროვნება; c) ჰიდროგრაფიული გადაღებების განხორციელებისა და გამოყენების სანდო და ეფექტიანი მეთოდების შემუშავება; d) ჰიდროგრაფიის სფეროში მეცნიერებისა და აღწერილობით ოკეანოგრაფიაში გამოყენებული მეთოდების განვითარება. მუხლი III ორგანიზაციის წევრები არიან მთავრობები, რომლებიც კონვენციის მხარეებს წარმოადგენენ. მუხლი IV ორგანიზაცია შედგება: - საერთაშორისო ჰიდროგრაფიული კონფერენციისგან, შემდგომში მოხსენიებული როგორც „კონფერენცია“ ; -საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ბიუროსგან, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ბიურო“, რომელსაც ხელმძღვანელობს მმართველი კომიტეტი. მუხლი V კონფერენციას გააჩნია შემდეგი ფუნქციები: a) გასცეს ზოგადი მითითებები ორგანიზაციის საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით; b)  აირჩიოს მმართველი კომიტეტის წევრები და მისი პრეზიდენტი; c) შეამოწმოს ბიუროს მიერ წარდგენილი ანგარიშები; d) მიიღოს გადაწყვეტილებები წევრი მთავრობების ან მიუროს მიერ წარმოდგენილ, ტექნიკური და ადმინისტრაციული ხასიათის ყველა წინადადებასთან მიმართებით; e) დაამტკიცოს ბიუჯეტი კონფერენციაზე დამსწრე წევრი მთავრობების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით; f) მიიღოს წევრი მთავრობების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით ცვლილებები ზოგად და ფინანსურ რეგულაციებში; g) მიიღოს წინა პუნქტში აღნიშნული უმრავლესობით ნებისმიერი საჭირო რეგულაცია, კერძოდ კი, ბიუროს თანამშრომლებისა და დირექტორების სტატუსის შესახებ. მუხლი VI 1. კონფერენცია შედგება წევრი მთავრობების წარმომადგენლებისგან. კონფერენციის მიმდებარე სხდომა იმართება ყოველ ხუთ წელიწდში ერთხელ, როგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს მთავრობების ან ბიუროს თხოვნით,წევრი მთავრობების უმრავლესობის მიერ მოწონების შემთხვევაში. 2. კონფერენციას იწვევს ბიურო, არანაკლებ ექვსი თვით, წინასწარ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. დღის წესრიგის წინასწარი ვარიანტი იგზავნება შეტყობინებასთან ერთად. 3. კონფერენცია ირჩევს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. 4. თითოეულ წევრ მთავრობას გააჩნია ერთი ხმა. თუმცა 5(b) მუხლში მოცემულ საკითხებზე კენჭისყრისას, თითოეულ მთავრობას ექნება იმდენი ხმა,რამდენიც დადგენილია მათი ფლოტის ტონაჟის ცხრილით. 5. კონფერენციის გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრი მთავრობების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილია კონფერენციის თავმჯდომარე. რეზოლუციათა რეესტრში რეზოლუციის დამატების შემთხვევაში, ხმათა უმრავლესობა აუცილებლად უნდა მოიცავდეს წევრი მთავრობების არანაკლებ ერთი მესამედის მხარდამჭერ ხმას. 6. კონფერენციის სხდომებს შორის პერიოდში ბიურო უფლებამოსილია აწარმოოს კონსულტაცია წევრ მთავრობებთან ორგანიზაციის ტექნიკური ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით. 7. კონფერენცია ქმნის საკუთარ კომიტეტებს, რომლებიც მოიცავს  მე-7 მუხლში მოხსენიებულ ფინანსურ კომიტეტს. მუხლი VII 1. ორგანიზაციის ფინანსური ადმინისტრირების ზედამხედველობას ახორციელებს ფინანსური კომიტეტი, რომელშიც წევრი მთავრობა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ერთი დელეგატით. 2. კომიტეტი მართავს შეხვედრებს კორფერენციის სხდომების მიმდინარეობისას. ის უფლებამოსილია შეიკრიბოს რიგგარეშე სხდომაზეც. მუხლი VIII II მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ბიუროს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება: a) ეროვნული ჰიდროგრაფიული სამსახურების მჭიდრო და მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა; b) ჰიდროგრაფიასთან და სხვა მომიჯნავე დარგებთან და მეთოდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესწავლა, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება; c) წევრი მთავრობების ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის სანავიგაციო რუკებისა და დოკუმენტების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა; d) შესაბამისი დოკუმენტების გავრცელება; e) თხოვნის შემთხვევაში რეკომენდაციების გაცემა, განსაკუთრებით კი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც  ცდილობენ დანერგონ ან გააფართოონ ჰიდროგრაფიული მომსახურება; f) ჰიდროგრაფიული გადაღებების შესაბამის ოკეანოგრაფიულ საქმიანობასთან კოორდინირების ხელმოწერა; g) ნავიგატორების სასარგებლოდ ოკეანოგრაფიული ცოდნის ხელშეწყობა; h) მსგავსი მიზნების მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობა. მუხლი IX ბიურო შედგება მმართველი კომიტეტისა და ორგანიზაციებისათვის საჭირო ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალისაგან. მუხლი X 1. მმართველი კომიტეტი ხელმძღვანელობას უწევს ბიუროს წინამდებარე კონვენციისა და რეგულაციების დებულებების თანახმად, ასევე კონფერენციის დირექტივების შესაბამისად. 2. მმართველი კომიტეტი შედგება კონფერენციის მიერ არჩეული, სხვადასხვა ეროვნების სამი წევრისაგან, რომლებიც აირჩევენ ერთ-ერთ მათგანს კომიტეტის პრეზიდენტად.მმართველი კომიტეტის უფლებამოსილების ვადას შეადგენს 5 წელი. იმ შემთხვევაში, თუ კონფერენციებს შორის პერიოდში დორექტორის თანამდებობა გახდება ვაკანტური, მიმოწერის გზით შესაძლებელია ჩატარდეს დამატებითი არჩევნები,როგორც ეს განსაზღვრულია ზოგადი რეგულაციებით. (იხ. შენიშვნა ამ თავის ბოლოში). 3. მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტი წარმოადგენს ორგანიზაციას. მუხლი XI ორგანიზაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად არის მოცემული ზოგად და ფინანსურ რეგულაციებში, რომლებიც თანდართულია კონვენციას, მაგრამ არ წარმოადგენს ამ უკანასკენლის განუყოფელ ნაწილს. მუხლი XII ორგანიზაციის ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მუხლი XIII ორგანიზაცია წარმოადგენს სამართლის სუბიექტს. მისი თითოეული წევრის ტერიტორიაზე შესაბამის წევრ მთავრობასთან ურთიერშეთანხმებით, ის სარგებლობს მისი ფუნქციების განხორციელებისა და მიზნის მიღწევისათვის საჭირო პრივილეგიებითა და იმუნიტეტით. მუხლი XIV ორგანიზაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ხარჯები იფარება: a) ფლოტის ტონაჟის ცხრილის შესაბამისად, წევრი მთავრობების მიერ გადახდილი მიმდინარე, წლიური შენატანებიდან; b) ფინანსური კომიტეტის თანხმობით, შემოწირულობებიდან, მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან, სუბსიდიებიდან და სხვა წყაროებიდან. მუხლი XV ნებისმიერ წევრ მთავრობას , რომელსაც გააჩნია შესატანების ორწლიანი დავალიანება, ვერ ისარგებლებს კონვენციითა და რეგულაციებით დადგენილი უფლებებით მანამ, სანამ არ მოხდება არსებული დავალინების დაფარვა. მუხლი XVI ორგანიზაციის ბიუჯეტს შეიმუშავებს მმართველი კომიტეტი, შეისწავლის ფინანსური კომიტეტი და ამტკიცებს კონფერენცია. მუხლი XVII კონვენციის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისემიერი დავა, რომელიც ვერ მოგვარდება მოლაპარაკების გზით ან მმართველი კომიტეტის კეთილი ნების სამსახურის მეშვეობით, დავის ერთ-ერთი მხარის თხოვნის საფუძველზე განსახილველად გადაეცემა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დანიშნულ არბიტრს. მუხლი XVIII 1. წინამდებარე კონვენცია გამოცხადებულია ხელმოსაწერად ღიად 1967 წლის 3 მაისს, მონაკოში, ბიუროს მუშაობაში მონაწილე ნებისმიერი მთავრობისათვის, ხოლო შემდგომ ამისა, პარიზში, მონაკოს სამთავროს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, 1097 წლის 1 ინვნისიდან 31 დეკემბრამდე. 2. ზემოთ, პირველ პუნქტში, მოხსენებული მთავრობები უფლებამოსილნი არიან გახდნენ წინამდებარე კონვენციის მონაწილე: 3. რატიფიკაციისა და დამტკიცების შესახებ დათქმის გარეშე ხელმოწერით, ან a) ხელმოწერით, რომელიც ექვემდებარება რატიფიკაციას ან დამტკიცებას და რატიფიკაციის ან დამტკიცების ინტსრუმენტების შედგომი დეპონირებით. b) რატიფიკაციის ან დამტკიცების ინტრუმენტები გადაეცემა პარიზში მონაკოს სამთავროს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მონაკოს სამთავროს მთავრობის არქივში დეპონირების მიზნით. მუხლი XIX 1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის  XVIII მუხლის მე-2 პუნქტის დებულების შესაბამისად, ოცდამერვე მთავრობის მონაწილედ გახდომის თარიღიდან სამი თვის გასვლის შემდგომ. 2. მონაკოს სამთავროს მთავრობა ზემოაღნიშნული თარიღის შესახებ ატყობინებს ხელმომწერ მთავრობებს და მმართველი კომიტეტის პრეზიდენტს. მუხლი XX ძალაში შესვლის შედგომ წინამდებარე კონვენცია ღიაა მისაერთებლად ნებისმიერი საზღვაო სახელმწიფოსათვის, რომელიც მიმართვას მონაკოს სამთავროს მთავრობას და მიუთითებს სამი ფლოტის ტონაჟს და რომლის მიღების საკითხი გადაწყდება წევრ მთავრობათა ორი მესამედის უმრავლესობით. ამგვარი გადაწვეტილების შესახებ მონაკოს სამთავროს მთავრობა აცნობებს შესაბამის მთავრობას. ამ მთავრობისათვის კონვენცია ძალაში შედის მონაკოს სამთავროს მთავრობასთან მიერთების ინტრუმენტის დეპონირების დღიდან. მონაკოს სამთავროს მთავრობა აცნობებს ამის შესახებ წევრ მთავრობებსა და მმართველი კომიტეტის პრეზიდენტს. მუხლი XXI 1. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია წამოაყენოს წინადადება კონვენციის შესწორებასთან დაკავშირებით. 2. შესწორების შესახებ წინადადებას განიხილავს კონვენცია და გადაწყვეტილება მიიღება კოფერენციაზე დამსწრე წევრი მთავრობების ორი მესამედით. კონფერენციის მიერ შესწორების დამტკიცების შემთხვევაში, მმართველი კომიტეტის პრეზიდენტი სთხოვს მონაკოს სამთავროს მთავრობას გაუგზავნოს აღნიშნული შესწორება ყველა ხელშემკვრელ მხარეს. 3. შესწორება ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის ძალაში შედის მონაკოს სამთავროს მთავრობის მიერ ხელშეკვრელი მხარეების ორიე მესამედით შესწორების დამტკიცების შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის შემდეგ. ამის შესახებ, შესწორების ძალაში შესვლის თარიღიდან მითითებით, მონაკოს სამთავროს მთავრობა აცნობებს წევრ მთავრობებსა და მმართველი კომიტეტის პრეზიდენტს. 4. ნებისმიერი შესწორება, რომელიც არ შევა ძალაში მომავალი მიმდინარე სხდომის დაწყებამდე, ბათილია, თუ კონფერენცია სხვაგვარად არ გადაწყვეტს.  მუხლი XXII 1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსირება მისი ძალაში შესვლიდან ხუთი წლის გასვლის შედგომ, მონაკოს სამთავროს მთავრობისათვის არანაკლებ ერთი წლით ადრე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. 2. მონაკოს სამთავროს მთავრობა აცნობებს ხელშემკველ მხარეებსა და მმართველი კომიტეტის პრეზიდენტს დენონსაციის შესახებ მიღებული ნებისმიერი შეტყობინების შესახებ. მუხლი XXIII წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შედგომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, მონაკოს სამთავროს მთავრობა უზრუნველყოფს ამ კონვენციის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში რეგისტრაციას (შენიშვნა: იხ დანართი A). რის დასტურადაც, ქვემორე სათანადოდ უფლებამოსილი ხემომწერნი ვაწერთ ხელს წინამდებარე კონვენციას. შესრულებულია მონაკოში, ათას ცხრაას სამოცდაშვიდი წლის სამ მაისს, ერთ ეგზემპლარად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომლის თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია და ინახება მონაკოს სამთავროს მთავრობის არქივში. მონაკოს სამთავროს მთავრობა დამოწმებულ ასლებს უგზავნის ყველა ხელმომწერ და მიერთებულ მთავრობასა და მმართველი კომიტეტის პრეზიდენტს. დანართი A საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ კონვენციისა და ზოგადი დებულებების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში რეგისტრაციის მოწმობა რეგისრატაციის მოწმობა  N16427 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ: მონაკოს სამთავროს მთავრობამ, გაერთინებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, სამდივნოში დაარეგისტრირა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ კონვენცია (ზოგად რეგულაციებთან ერთად), რომელიც ხელმოწერილია 1967 წლის 3 მაისს, მონაკოში. რეგისტრაცია განხოციელდა 1970 წლის 22 სექტემბერს, შემდეგი ნომრით: 10764 შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 1971 წლის 15 იანვარს. მონაკოს სამთავროს მთავრობას. გენერალური მდივანი [ხელმოწერა]  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლი 1🔗. ყოვლგვარი ხელშეკრულება და ყოველგვარი საერთაშორისო შეთანხმება, დადებული ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის მიერ წინამდებარე წესდების ძალაში შესვლის შემდეგ, პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა იქნეს რეგისტრირებული სამდივნოში და სამდივნომაც იგი უნდა გამოაქვეყნოს. 2. ვერცერთი მხარე ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულებისა, ან საერთაშორისო შეთნახმებისა, რომელიც არ არის რეგისტრირებული წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვერ დაიმოწმებს ასეთ ხელშეკრულებას ან შეთანხმებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვერცერთ ორგანოში.