„გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2015 წლის 23 ივნისი ქ. ბათუმი |
|
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების
წ ე ს ი
2. წინამდებარე წესის მიღების მიზანია ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მოწესრიგება.
ა) გეოგრაფიული ობიექტები – ქ. ბათუმის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენული გეოინფორმაციული ერთეული: ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული ან/და ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, გეგმარებითი ზონა, სხვა ტერიტორიული ერთეული: მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადი, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, პანთეონი, საქალაქო სასაფლაო, შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო სისტემის ობიექტები;
ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – საჰაერო-საბაგირო გზა, საწყალოსნო მიმოსვლის გზა, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ნავმისადგომი, ნავსადგური, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა, აეროპორტი, აეროდრომი, ტერმინალი და სხვა;
გ) სახელდება – წინამდებარე წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
დ) დუბლირება – ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი ტიპოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის იდენტური სახელდება;
ე) გამოჩენილი პირი – კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, საერო ან სასულიერო პირი.
ა) ერთიანი სახელმწიფო და საქალაქო პოლიტიკის გატარება;
ბ) ქვეყნის და ქალაქ ბათუმის განვითარების ძირითადი მიმართულებების ასახვა, მემკვიდრეობითობა;
გ) ისტორიული ტოპონიმიის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;
დ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
ე) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქში ორიენტირების ხელშეწყობა;
ვ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;
ზ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
თ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს;
ი) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს (მაგ.: 9 აპრილის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა და სხვა), ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს (მაგ.: თავისუფლების მოედანი და სხვა), მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის (მაგ.: ქუთაისის ქუჩა) დასახელებას და სხვა.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართულ სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება.
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიულ ობიექტის მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ინგლისურ ენაზეც. ასეთ შემთხვევაში ინგლისურ ენაზე მითითებული გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან), ან/და შრიფტი ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ შრიფტს.
ა) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
ბ) მიიღწევა სახელწოდების დუბლირების თავიდან აცილება;
გ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
დ) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლას ან გაუქმების აუცილებლობას;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოჩენილ პიროვნებებთან დაკავშირებულ სახელდებისას, მათი სახელ-გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).
3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნებების ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“).
4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობითი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”).
5. თუკი საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანამიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ., „მეფე დემეტრე თავდადებული”).
6. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ., „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“),ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“).
7. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხს, შესახვევსა და გასასვლელსაც.
8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად.
9. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები.
10. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება ;
ბ) ობიექტის აღწერა;
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საფუძველი შეიძლება იყოს არსებული სახელწოდების შეცვლა (გადარქმევა), ახალი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების მინიჭება ან უსახელო გეოგრაფიული ობიექტის (ასეთის არსებობისას) სახელწოდების მინიჭება.
2. კომისია, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;
გ) პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივნის სახელდებისას – სიტუაციური რუკა (ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;
დ) მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის და სხვა გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას – რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;
ე) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.
6. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, საკრებულო, განკარგულების სახით, იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
8. საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.