საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 06.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016474
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ დევდარიანი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №59
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ დევდარიანი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პროტოკოლის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
სამსახური არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
სამსახური თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗
სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3.
თავი II
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7🔗
სამსახურის ამოცანაა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-საპროტოკოლო უზრუნველყოფა.
მუხლი 8🔗
სამსახურის ფუნქციებია:
ა) მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების განხორციელება;
ბ) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა;
გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან და მინისტრის მოადგილეებთან;
დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);
ე) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში, სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
ზ) სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურეთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;
თ) სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმნით უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროში შემოსული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნისა და ბეჭდით დამოწმების უზრუნველყოფა;
კ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში;
ლ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოქმის წარმოება;
მ) სამინისტროს მიერ გასამართი ოფიციალური ღონისძიებებისა და მსგავსი ტიპის აქტივობების ორგანიზება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანაშრომლობით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
ო) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები
მუხლი 9🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნისას სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის ერთ-ერთი მრჩეველი.
მუხლი 10🔗
1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან მრჩევლები.
2. სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 11🔗
სამსახურის მრჩეველი:
ა) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიებებს;
ბ) მონაწილეობს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში;
გ) ორგანიზებას უწევს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრებს მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის მოადგილეებთან;
დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებს (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);
ე) ორგანიზებას უწევს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენას სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვას, სტუმრების მიღება-გაცილებას (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით;
ზ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მოსამსახურეთა სავიზო მომსახურებას სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმნას;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროში შემოსული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას;
კ) საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვას საპროტოკოლო ღონისძიებებში;
ლ) ორგანიზებას უწევს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართ თათბირებსა და სამუშაო შეხვედრებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს ოქმს;
მ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანაშრომლობით, ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიერ გასამართ ოფიციალურ ღონისძიებებსა და მსგავსი ტიპის აქტივობებს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.