ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.06.2015
ძალის დაკარგვა 31.01.2018
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2015 წლის 24 ივნისი
ქ. გარდაბანი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 47-ე მუხლის მერვე, მეთორმეტე და მეთხუთმეტე პუნქტებისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული სახით:
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი 1).
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი 2).
3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტი (დანართი 3).
მუხლი 2🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციისა და დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗
1. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 47-ე მუხლის მერვე და მეთორმეტე პუნქტებისა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა.
2.საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 47-ე მუხლის მერვე და მეთორმეტე პუნქტების შესაბამისად, სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
დანართი №1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების
წ ე ს ი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა, და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ საფუძველზე.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
ოქმების დამზადება, გაცემა და დაბრუნება
1. ოქმების დამზადებას მუნიციპალიტეტი ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2).
მუხლი 3🔗.
ოქმების შენახვა
1. ოქმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირებთან, რომელთაც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. ოქმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
3. სათავსი, სადაც ინახება ოქმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან.
მუხლი 4🔗.
ოქმების შევსება და წარმოება
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
5. სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.
7. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
მუხლი 5🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა ხდება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის დაზიანების გამო;
გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ (დანართი №3), რომელშიც აღინიშნება გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ნუმერაცია და ჩამოწერის მიზეზი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ნუმერაცია შეიტანება აღრიცხვის ჟურნალში.