მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.06.2015
ძალის დაკარგვა 31.01.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №N
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | გაცემის თარი-ღი |
| N | მშენებლობის ნებართვის ნომერი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2015 წლის 24 ივნისი
ქ. გარდაბანი
მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის VII თავის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1 ).
2.დამტკიცდეს მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმა (დანართი №2).
3. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპიური ფორმა (დანართი №3).
მუხლი 2🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის ფორმის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციისა და დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
დანართი №1
მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა (შემდგომში - „დადგენილება“) და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების (შემდგომი - „ბრძანება“) საფუძველზე.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
მშენებლობის ნებართვის დამზადება, გაცემა და დაბრუნება
1. პოლიგრაფიული საწარმო „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ახდენს მშენებლობის ნებართვის ფორმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2. პოლიგრაფიული საწარმოდან მშენებლობის ნებართვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3.მშენებლობის ნებართვის ფორმებს, მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოდ დაცულ სათავსში.
4. მშენებლობის ნებართვის ფორმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2).
მუხლი 3🔗
1.გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილება, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად, ავსებს მშენებლობის ნებართვის ფორმას და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. მშენებლობის ნებართვა ივსება ლურჯი ან შავი კალმით. მშენებლობის ნებართვაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მშენებლობის ნებართვის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, მის ნაცვლად ივსება ახალი ფორმა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც მშენებლობის ნებართვის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს გამცემს.
3. მშენებლობის ნებართვა ივსება სამ ეგზემპლიარად, რომელიც შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან ერთად გადაეცემა საქმისწარმოების განყოფილებას.
4. საქმისწარმოების განყოფილება მშენებლობის ნებართვის ერთ ეგზეპლიარს, შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან ერთად აძლევს დაინტერესებულ პირს, მეორე ეგზემპლიარს აგზავნის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლიარს ინახავს არქივში.
5. დაინტერესებულ პირზე, მშენებლობის ნებართვა გაიცემა მათ გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და მიმღების მიერ ხელმოწერის შემდეგ.
მუხლი 4🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერა ხდება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) მისი დაზიანების გამო; გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ (დანართი №3), რომელშიც აღინიშნება გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ნუმერაცია და ჩამოწერის მიზეზი.
3.გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ნუმერაცია შეიტანება აღრიცხვის ჟურნალში.
დანართი 2
მშენებლობის ნებართვების აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარი-ღი
მშენ. ნებართვის
№
მშენებლობის ნებართვის გამცემი
მშენებლობის ნებართვის მიმღები
შედგენილი მშენებლობის ნებართვა
გაუქმებული მშენებლობის ნებართვა
შენიშვნა
გვარი
სახები
თანამდებობა
ხელმო
წერა
გვარი
სახელი
თანამ
დებო
ბა
ხელ
მოწ
ერა
ოქმის
N
გვარი
სახელი
თანამდე
ბობა
ხელმოწერა
დაბრუნების თარირი
სახელი
გვარი
თანამდე
ბობა
ოქმის №
ჩამოსაწერი აქტის №
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
დანართი №3
ა ქ ტ ი №
„__”______20__ წელი
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ფორმის ჩამოწერის შესახებ
N
მშენებლობის ნებართვის ნომერი
მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის მიზეზი
1
2
3
4
5
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მშენებლობის
ნებართვის ფორმის ჩამოწერის სისწორეს.
მშენებლობის ნებართვის გაცემაზე
/----------
პასუხისმგებელი პირი:
----------
---------/
მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებასა და
/----------
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
-------------
პასუხისმგებელი პირი:
----------/