ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.06.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №99
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,494 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.12.2015 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.11.2014 დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 26.09.2014 კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 07.11.2014 ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 29.01.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №99 2015 წლის 24 ივნისი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  24-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესი დანართის შესაბამისად. (დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა მურღულიამ უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თავმჯდომარის მოადგილებექა ყანჩელი  დანართი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომში – დაწესებულების) თანამშრომელთათვის ატესტაციის პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი 1. ატესტაცია არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაქმებულის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. 2. ატესტაციას ექვემდებარება: ა) დასაქმებული 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) კანდიდატი, დასაკავებელ თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს. 3. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი; ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლები, რომლებიც არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში ეწევიან პედაგოგიურ, სახელოვნებო, სპორტულ, მეთოდურ და სამეცნიერო საქმიანობას; გ) დასაქმებული, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. 4. დასაქმებული, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. 5. დასაქმებული, რომელსაც საატესტაციო პერიოდში, შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. მუხლი 3🔗. ატესტაციის მიზნები ატესტაციის მიზნებია: ა) ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობე­ბისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) დასაქმებულის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) დასაქმებულის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ე) დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ვ) დასაქმებულის პროფესიული ზრდის სტიმულირება. მუხლი 4🔗. ატესტაციის პრინციპები ატესტაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა. მუხლი 5🔗. ატესტაციის ჩატარების დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი, საკონკურსო­-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და საკონკურსო-­საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე, საკონკურსო­-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა, ამ წესის მე–-9 მუხლის პირველი ან მე­-2 პუნქტის შესაბამისად, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს, ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 4. ამ მუხლის მე-­3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 6🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისია 1. ატესტაციას ატარებს შესაბამისი დაწესებულების საკონკურსო­-საატესტაციო კომისია (შემდგომში ­ – კომისია). 2. კომისიის თავმჯდომარეს, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით, ნიშნავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. 3. კომისიის თავმჯდომარედ, შეიძლება დაინიშნოს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე. 4. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა და დანიშნოს ასეთი სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 6. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 7. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის დაწესებულებასთან) და ასევე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი პირები. 8. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში პროფესიული კავშირების წევრისა და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. ამ მუხლის მე­-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დარღვევის აღმოჩენისას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე. 11. პირი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შეფასება. 12. პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია, ატესტაციის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. ის, შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას ატესტაციას დაქვემდებარებული პირების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 8🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დახასიათებას წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით. წინასწარ განსაზღვრულ ფორმას ავსებს და წარადგენს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული პირიც. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. 4. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. 5. ატესტაციის ჩატარების სავალდებულო ფორმა არის ტესტირება. 6. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს დასაქმებულის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 7. ატესტაციის დროს ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც ატესტაციას დაქვემდებარებული პირი მუშაობს. 8. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირი იღებს ამ წესის მე­-9 მუხლის მე­-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. მუხლი 9🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 2. კომისია ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით. 3. კომისია აფასებს დასაქმებულს, საჭიროების შემთხვევაში, ისმენს დასაქმებულის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. 4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-­ერთი შემდეგი დასკვნა: ა) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას; გ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას. მუხლი 10🔗. ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია, თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ეგზემპლარად და დახასიათებებთან ერთად ერთვის ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 3. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 სამუშაო დღეში. 4. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის შედეგებს, ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში. 5. დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას, დასაქმებულის პირად საქმეში ასახვით, დასაქმებულის დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან დასაქმებულის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას). 6. კომისია, ატესტაციის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ინფორმაციას ჩატარებული ატესტაციისა და მისი შედეგების შესახებ. მუხლი 11🔗. საპრეტენზიო კომისია 1. ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ატესტაციის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, თავმ­ჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით ატესტაციის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ­ წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან ­ გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 12🔗. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ ­სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.