ს.ს."კავკასრეესტრი" -ის განცხადება აქციონერთა რიიგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კავკასრეესტრის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 14 ივლისს, 17 საათზე, სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის გ. ფარესიშვილის მოთხოვნით და საქართველოს ეროვნული ბანკის დავალებით , ჩატარდება სს „კავკასრეესტრის“ აქციონერთა რიგგარეშე კრება.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი :
1. სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან ვახტანგ სვანაძის გამოწვევა და მის ადგილზე გიორგი ფარესიშვილის არჩევა;
2. სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან მერაბ მემარნიშვილის გამოწვევა და მის ადგილზე ნატო ხაინდრავას არჩევა;
3. სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გიორგი ლოლაძის გამოწვევა და მის ადგილზე თემურ ირემაშვილის არჩევა;
4. სს „კავკასრეესტრში“ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული გაუნაწილებელი მოგების დივიდენდის სახით განაწილება აქციონერებზე 830182 ლარის ოდენობით.
სს „კავკასრეესტრის“ დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით
1. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან არ იქნეს გამოწვეული ვახტანგ სვანაძე და არ იქნეს არჩეული გიორგი ფარესიშვილი.
2. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან არ იქნეს გამოწვეული მერაბ მემარნიშვილი და არ იქნეს არჩეული ნატო ხაინდრავა.
3. დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან არ იქნეს გამოწვეული გიორგი ლოლაძე და არ იქნეს არჩეული თემურ ირემაშვილი.
4. დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
არ იქნეს მიღებული 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული გაუნაწილებელი მოგების დივიდენდის სახით განაწილების წინადადება, როგორც სს „კავკასრეესტრის“ მიზნებთან შეუსაბამო, უაღრესად საზიანო და რისკების შემცველი.
სს სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 24 ივნისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10.00-დან 17.30 საათამდე, სს „კავკასრეესტრის“ აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი“, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
2015 წლის 14 ივლისს, 16.30 საათიდან 17 საათამდე ხმის უფლების მქონე აქციონერმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კრებაზე დასასწრებად.
კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქუჩა 11 (ილია ჭავჭავაძის გამზირი 74/11), მე-2 სართული, სს „კავკასრეესტრის“ ოფისი.