საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 22.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016472
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ დევდარიანი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №57
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №378 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ დევდარიანი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში–სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სფეროს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებასა და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
სამსახური არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში- მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. აგრეთვე, საქართველოს მთავრობასთან შექმნილი შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს - ჰარმონიზაციის ცენტრის (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
სამსახური თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗
სამსახური თავის საქმიანობაში ფუნქციურად დამოუკიდებელია, ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
მუხლი 6🔗
სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით, რომლის ნიმუშსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 7🔗
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ.თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №3.
თავი II
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 8🔗
სამსახურის ამოცანაა სამინისტროს სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობის შეფასება და მათი გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მუხლი 9🔗
სამსახური:
ა) ახორციელებს სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების დადგენასა და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;
გ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამის შეფასებასა და მონიტორინგს;
დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით;
ე) აფასებს ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობას, სიზუსტესა და სისრულეს;
ვ) აფასებს სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობას;
ზ) ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზსა და მათ პრევენციას;
ი) შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამომწვევი მიზეზების დადგენასა და ანალიზს; მინისტრს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით;
კ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტორულ შემოწმებას აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ლ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული და სხვა), მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
მ) უფლებამოსილია მოითხოვოს სამინისტროს სისტემაში დაცული დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ნ) უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;
ო) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
პ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული დავალებების შესრულებას.
თავი III
შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების წესი
მუხლი 10🔗
შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებისას, სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;
დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს მინისტრთან შეთანხმებით;
ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების, აგრეთვე პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
თ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ შემუშავებული გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარუდგინოს მინისტრს;
ი) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით, შესაბამისი მასალები გადაუგზავნოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აუდიტის ჩატარების ნებისმიერ ეტაპზე.
მუხლი 11🔗
1. შიდა აუდიტის დაწყების საფუძველია კანონისა და დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე შემუშავებული და მინისტრის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა. შიდა აუდიტის ობიექტს შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე წარედგინება შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მიერ შედგენილი და დამტკიცებული აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა.
2. შემოწმება ხორციელდება სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გამოთხოვით, ან/და ასეთი საჭიროების შემთხვევაში შესამოწმებელ ობიექტზე გასვლით. საქმის შესწავლის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია გამოიძახოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ახსნა-განმარტება იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, მხოლოდ მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
3. შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების ვადები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმით.
თავი IV
სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 12🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
დ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ ანგარიშებსა და სხვა დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;
ზ) საანგარიშო წლის დასრულებიდან მომდავნო წლის იანვრის ბოლომდე მინისტრს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს;
თ) კოორდინაციას უწევს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობას და ანაწილებს მათ ფუნქციებს განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
კ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ლ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
მ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
ნ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ო) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;
პ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ჟ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
რ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ს) შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ტ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
უ) პასუხისმგებელია სამსახურში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ფ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის ერთ-ერთი მრჩეველი.
მუხლი 13🔗
1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან მრჩევლები.
2. სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 14🔗
სამსახურის მრჩეველი:
ა) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმას;
ბ) უზრუნველყოფს მისი საქმიანობიდან გამომდინარე კონფიდენციალურობის დაცვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
გ) ვალდებულია არ გაასაჯაროოს შიდა აუდიტის განხორციელების პროცესში მიღებული ინფორმაცია შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) იცავს შიდა აუდიტის სტანდარტებს, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს, შიდა აუდიტის მარეგულირებელ კანონმდებლობას და ჰარმონაზაციის ცენტრის მიერ დამტკიცებულ შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგიას;
ვ) უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ზ) ასრულებს მინისტრისა და სამსახურის უფროსის შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.