ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1055 (შპს "ბლექ სი ინვესტი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/1055

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლი ს 19 ივნისი

. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 20 მაისს განჩინებით შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ დირექტორის როლანდ ჩანტლაძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.

2015 წლის 12 მარტის განჩინებით, შპს ,,ბლექსი ინვესტის’’ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განჩინება შპს ,,ბლექსი ინვესტის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2015 წლის 6 ივლისს, 14:00 საათზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

:

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2015 წლის 6 ივლისს, 14:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

3. კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:

ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                          გენადი მაკარიძე

 

მ/თანაშემწე                                                             ი. ლოსაბერიძე