საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 22.02.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016471
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ დევდარიანი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 22.12.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №56
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ დევდარიანი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ანალიტიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპერტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ბ) სასჯელაღსრულების სფეროში მონაცემთა დამუშავებისა და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს სტრატეგიის შემუშავების უზრუნველყოფა.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მსჯავრდებულების (შემდგომში – პირობით მსჯავრდებული) შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებათა საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და დანიშნულებისამებრ მიწოდება;
ბ) სამინისტროს სისტემაში მონაცემთა ელექტრონული ბაზების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
გ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვითარების ანალიზი და ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება;
დ) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
ე) სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული გამოწვევების/რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სტრატეგიის შემუშავება და სამოქმედო და სამუშაო გეგმებში ასახვის კოორდინაცია;
ზ) სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს სისტემის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველო;
ბ) სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველო.
მუხლი 10🔗
1. მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებათა საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და დანიშნულებისამებრ მიწოდებას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მონაცემთა ელექტრონული ბაზების ფუნქციონირებას და მათ განვითარებაზე ზრუნვას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის კიბერუსაფრთხოებას;
ე) სამინისტროს უზრუნველყოფს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
2. მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველოს შემადგენლობაშია პირველი განყოფილება, მეორე განყოფილება და მესამე განყოფილება, რომელთა შორის ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.
მუხლი 11🔗
სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველო:
ა) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში არსებული ვითარების ანალიზს და ამზადებს ანალიტიკურ ბიულეტენებს;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ახორციელებს სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული გამოწვევების/რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებას;
დ) მონაწილეობს სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სტრატეგიული და სამუშაო გეგმების შემუშავებაში;
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
დ) მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების თაობაზე;
ე) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
ზ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
თ) წარადგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 15🔗
1. სამმართველოში შემავალ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას, წყვეტს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსის და სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 16🔗
1. დეპარტამენტში სამსახურს ეწევიან სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები:
ა) მთავარი ინსპექტორი;
ბ) უფროსი ინსპექტორი;
გ) ინსპექტორი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.