საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 10.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016469
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ დევდარიანი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.06.2019
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №54
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ დევდარიანი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ლოჯისტიკის დეპარტამენტის (შემდგომში–დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებასა და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭდები, რომელთა ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №-83ა.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროსათვის სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და კომპეტენციის ფარგლებში განკარგვა;
ე) სამინისტროს ლოჯისტიკური განვითარების გეგმების შემუშავება.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყოველწლიური მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მათი მოცულობისა და რაოდენობების განსაზღვრა და დაგეგმვა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მატერიალური-ტექნიკური საშუალებებით, სათანადო მომსახურებებით უზრუნველყოფის ორგანიზება, უფლებამოსილი თანამდებობის პირების მოთხოვნების საფუძველზე;
გ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და პენიტენციურ დაწესებულებებთან კოორდინირებულად, ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილ ვადებში ჩატარების ორგანიზება;
დ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისათვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
ე) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და კონტროლი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ზ) სამინისტროს სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სახის საქონლის საინფორმაციო ბაზის შექმნა და განახლება;
თ) სამინისტროს უძრავი ქონების, მათ შორის, ახალაშენებული ინფრასტრუქტურის საკადასტრო აზომვითი ნახაზების, გეგმებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი რწმუნებულების (მინდობილობის) საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელება;
ი) სამინისტროს უძრავი ქონების საინფორმაციო რეესტრის წარმოება, განახლება და სისტემატიზაცია;
კ) შესასყიდი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოპტიმალური ფასების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევის ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
ლ) შესასყიდი მომსახურებების ოპტიმალური ფასების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევის ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
მ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მომსახურებების ჩაბარების დროს, გარდა სამედიცინო ხასიათის მომსახურებისა, შესაბამისი აქტების გაფორმება;
ნ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციაში გაცემის დროს გასავლის ზედდებულის გაფორმება;
ო) ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას შესაბამისი აქტებისა და დოკუმენტაციის გაფორმება;
პ) ტრანსპორტირების საკითხების უზრუნველყოფა და შესაბამისი აქტებისა და დოკუმენტაციის გაფორმება;
ჟ) უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს გასაფორმებელი დოკუმენტაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურება;
რ) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მათი მიღება-ჩაბარების დროს შესაბამისი აქტების ხელმოწერებით დადასტურება;
ს) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების ყოველთვიური კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, დასუფთავების მოსაკრებლის) დოკუმენტაციის და რიცხვის კონტროლი და პროცესების მართვა;
ტ) სამინისტროს სასაწყობო მეურნეობის მართვა და დაგეგმვა;
უ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეფექტიანი მართვისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) წინადადებების შემუშავება დეპარტამენტის, დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მედიკამენტებით, სახარჯი მასალებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით;
ქ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით უზრუნველყოფა;
ღ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;
ყ) მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის ნუსხის შედგენა და მათი შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენა და საქონლის განაწილება;
შ) პერიოდულად სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნუსხების შედგენა და გადასინჯვა/მომარაგება;
ჩ) სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების შესასყიდად სამინისტროს მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის კონსულტაციური დახმარება და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
ც) მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის დანახარჯის აღრიცხვა და ანალიზი;
ძ) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევა;
წ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობა;
ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება:
ხ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სარემონტო-სამშენებლო სამმართველო;
ბ) ქონების მართვის სამმართველო;
გ) ექსპლუატაციის სამმართველო;
დ) მომარაგების სამმართველო;
ე) სატრანსპორტო უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) სასაწყობო სამმართველო;
ზ) სამედიცინო ლოჯისტიკის სამმართველო.
მუხლი 10🔗
სარემონტო-სამშენებლო სამმართველო:
ა) დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ოპტიმალურად გეგმავს სამინისტროს უძრავი ქონების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს;
ბ) უზრუნველყოფს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ძირითადი პარამეტრების გაანგარიშებას, დეფექტური აქტების შედგენას და მათი გათვალისწინებით შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას, სამუშაოთა მიმდინარეობისას საჭირო დოკუმენტაციის წარმოებას;
გ) ზედამხედველობს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს და აკონტროლებს სამუშაოთა შესრულებას ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შესაძლო ცვლილებების შესწავლასა და შემდგომ დეპარტამენტის უფროსთან განსახილველად წარდგენას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, გეგმავს სახელმწიფო შესყიდვებს და მონაწილეობს მის განხორციელებაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 11🔗
ქონების მართვის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს მიერ ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემის, მიღების, ჩანაცვლების, ჩამოწერის, პრივატიზების და განკარგვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს;
ბ) შესაბამისი რწმუნებულების (მინდობილობის) საფუძველზე, უზრუნველყოფს ქონების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების ბალანსზე რიცხული და ექსპლუატაციაში არსებული მატერიალური ფასეულობების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;
დ) აღრიცხავს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მატერიალურ ფასეულობებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს აქტივების ინვენტარიზაციაში;
ე) ახორციელებს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისებზე და ზედმეტობებზე შესაბამის რეაგირებას;
ვ) დეპარტამენტის სასაწყობო სამმართველოდან მიღებული გასავლის ზედდებულის მიხედვით, ხელმომწერი პირის, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისად უზრუნველყოფს მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას და საჭიროების შემთხვევაში საინვენტარო ნომრის მინიჭებას;
ზ) უზრუნველყოფს მატერიალური ფასეულობების შიდა გადაადგილებაზე/მოძრაობაზე კონტროლს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოში გადაგზავნას;
თ) ორგანიზებას უწევს ექსპლუატაციიდან გამოსული მატერიალური ფასეულობების დეპარტამენტის სასაწყობო სამმართველოსთვის გადაცემას;
ი) უზრუნველყოფს კადრების განკარგულებაში მყოფი, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში და პენიტენციურ დაწესებულებაში გადასულ ან სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ თანამშრომლებზე რიცხული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას, სხვა მატერიალურ პასუხისმგებელ პირებთან მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოში გადაგზავნას;
კ) მონაწილეობს სამინისტროს უძრავი ქონების ინვენტარიზაციის, ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერისა და განკარგვის კომისიების მუშაობაში;
ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს უძრავი ქონების, მათ შორის, ახალაშენებული ინფრასტრუქტურის საკადასტრო აზომვითი ნახაზების, გეგმებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადებას და შესაბამისი რწმუნებულების (მინდობილობის) საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების პირველად რეგისტრაციას, ასევე უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებას;
მ) ახორციელებს სამინისტროს უძრავი ქონების საინფორმაციო რეესტრის წარმოებას, განახლებას და სისტემატიზაციას;
ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს ქონების მართვის საკითხების შესწავლას და დეპარტამენტის უფროსთან შესაბამისი წინადადებების წარდგენას;
ო) უზრუნველყოფს სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ინვენტარის, ავეჯის, და სხვადასხვა მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობას და დაზიანების შემთხვევაში შეკეთებას;
პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
ექსპლუატაციის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს შენობების წყლით მომარაგების სისტემების, საქვაბე სისტემების, ელექტრო- სისტემების, ვენტილაციისა და კონდენცირების სისტემების გამართულად მუშაობას, შენობებში არსებული სანტექნიკური, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების სადღეღამისო მოვლა-პატრონობას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული გენერატორების ტექნიკურად გამართულობის კონტროლს და ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, გენერატორების საშუალებით შენობების უწყვეტი ელექტოენერგიით მომარაგებას;
გ) ახორციელებს სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას და მათი შესრულების კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულების შენობა-ნაგებობებში არსებული ლიფტების დეტალურ რევიზიას და ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათი დროულ აღმოფხვრას;
ე) ზედამხედველობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების თანახმად, მიმწოდებლების მიერ სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულების შენობა-ნაგებობების, მათი მიმდებარე ტერიტორიების, საბადრაგო მანქანების ყოველდღიურ ან პერიოდულ დალაგება-დასუფთავების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს გარემონტებული და მშენებლობადამთავრებული შენობების ექსპლუატაციაში მიღებას;
ზ) უზრუნველყოფს ექსპლუატაციის სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული მომსახურებების საკითხებზე სამინისტროს წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრას და წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოში გადაგზავნას;
თ) ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების ყოველთვიური კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, დასუფთავების მოსაკრებლის) დოკუმენტაციის და რიცხვის კონტროლს და პროცესების მართვას, მათ შორის:
თ.ა) კომუნალური ხარჯების სტატისტიკის წარმოებას, ყოველთვიური ხარჯის გაზრდის ან შემცირების ობიექტური მიზეზების დადგენას და შესაბამის რეაგირებას;
თ.ბ) გაურკვეველი დავალიანებების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, მომსახურების გამწევ ორგანიზაციებთან პერიოდულად ურთიერთშედარების აქტების შედგენას;
თ.გ) ახალი ობიექტის აბონენტთა ნუსხაში დამატების, ობიექტის აბონენტთა ნუსხიდან ამოღების, ობიექტებზე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის, ობიექტების დასახელებების კორექტირების, ობიექტზე გამოწერილი შესაბამისი ქვითრების და ფაქტურების კორექტირების და სხვა საკითხების რეგულირების მიზნით მომსახურების გამწევ ორგანიზაციებთან მიმოწერის წარმოებას;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 13🔗
1. მომარაგების სამმართველო:
ა) ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრასა და წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოში გადაგზავნას;
ბ) ახორციელებს სამინისტროს საწყობში არსებული აქტივების ნაშთების ანალიზის საფუძველზე, მარაგების შევსების მიზნით ან/და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო მატერიალური ფასეულობებისა და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრას/დაზუსტებას, კომპეტენციის ფარგლებში, სავარაუდო ღირებულების მოძიებასა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოში გადაგზავნას;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს მათ საკანცელარიო, სამეურნეო და ჰიგიენური საქონლით, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკით და მათი აქსესუარებით, ბეჭდური პროდუქციით, ბეჭდებით, შტამპებით, მობილური და შიდა ქსელური მოხმარების ტელეფონებით, ოპერატიულ-ტექნიკური კავშირგაბმულობის საშუალებებით, ავეჯით, სასადილო ინვენტარით, რბილი ინვენტარით, უნიფორმით და სხვა საქონლით, ასევე სხვადასხვა საოფისე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წარმომადგენლობით და საპროტოკოლო ღონისძიებებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებას და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენას;
ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სახის საქონლის საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლას და დეპარტამენტის უფროსთან შესაბამისი წინადადებების წარდგენას;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 14🔗
სატრანსპორტო უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღრიცხავს და კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განაწილებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებას;
გ) ავტოტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიცირებას სპეციფიკაციის გათვალისწინებით. სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოსთან კოორდინირებულად უზრუნველყოფს ყველა კლასიფიცირებული ჯგუფისათვის შესაბამისი ტექნიკური დავალებებისა და პრეისკურანტების მომზადებას და სხვა სატენდერო თუ სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას;
დ) სამინისტროს ავტოპარკის განახლების მიზნით „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 თებერვლის №121 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრავს შესასყიდი და ჩასანაცვლებელი ავტომანქანების პარამეტრებს;
ე) ამზადებს სატრანსპორტო საშუალებების ჩამოწერისა და საპრივატიზაციო დოკუმენტაციას;
ვ) ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციის პერიოდულ მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას გამოვლენილ ხარვეზებზე;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაციაში;
თ) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე უზრუნველყოფს ავტომანქანების პირველად რეგისტრაციას, ასევე საჭიროების შემთხვევაში უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებას;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 15🔗
სასაწყობო სამმართველო:
ა) ახორციელებს სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზებას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული ან/და სამინისტროს სისტემიდან მიღებული აქტივების (საკანცელარიო, სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის და მათი აქსესუარების, ბეჭდური პროდუქციის, ბეჭდების, შტამპების, მობილური და შიდა ქსელური მოხმარების ტელეფონების, ოპერატიულ-ტექნიკური კავშირგაბმულობის საშუალებების, ავეჯის, სასადილო ინვენტარის, რბილი ინვენტარის, უნიფორმის და სხვა საქონლის, ასევე მეორადი მოხმარების და ექსპლუატაციიდან გამოსული მატერიალური ფასეულობების, სამშენებლო-სარემონტო მასალების, ხელსაწყოების და სხვა.) მიღებას, აღრიცხვას, დასაწყობებასა და მოთხოვნის შესაბამისად გაცემა/განაწილებას;
გ) უზრუნველყოფს საწყობში არსებული აქტივების სააღრიცხვო ბარათების წარმოებას, საინფორმაციო ბაზების შევსებას, განახლებასა და სისტემატიზაციას, საწყობის ნაშთების პერიოდული შედარებას საბუღალტრო მონაცემებთან და ნაშთების შესახებ ინფორმაციის სამინისტროს სხვა უფლებამოსილი ქვედანაყოფებისათვის და პენიტენციური დაწესებულებებისათვის ხელმისაწვდომობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს შემოსავლისა და გასავლის ზედდებულს და უზრუნველყოფს მათ გადაგზავნას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და პენიტენციურ დაწესებულებებში, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საინვენტარო ნომრების მინიჭებას. კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აქტივების მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას;
ე) სასაწყობო მეურნეობაში არსებულ აქტივებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განორციელების მიზნით განსაზღვრავს სასაწყობო მეურნეობაში განთავსებულ აქტივებზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს და მათი შეცვლისას ახორციელებს მათ პასუხისმგებლობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებას;
ვ) უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობაში ხანძარსაწინააღმდეგო, ტექნიკური უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;
ზ) სასაწყობო მეურნეობის გამართული ფუნქციონირებისათვის შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 16🔗
სამედიცინო ლოჯისტიკის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებს/სამედიცინო ნაწილებს და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებს მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ პირს;
გ) უზრუნველყოფს მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის ნუსხის შედგენას, ფასთა კვლევას, შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენას, საქონლის განაწილებას და მომარაგებას მიღება- ჩაბარების აქტების საფუძველზე;
დ) პერიოდულად ადგენს სამედიცინო აღჭურვილობის და მედიკამენტების ნუსხებს და ახორციელებს მათ გადასინჯვას/მომარაგებას;
ე) სამედიცინო დანიშნულების საგნების და მედიკამენტების შესასყიდად სამინისტროს მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიას უწევს კონსულტაციურ დახმარებას და ახორციელებს კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
ვ) უზრუნველყოფს მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის დანახარჯის აღრიცხვასა და ანალიზს დაწესებულებების წამლის სამარაგოების დონეზე;
ზ) აკონტროლებს სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას;
თ) მონაწილეობს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბიუჯეტის მომზადებაში;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს წერილებს, წინადადებებს, განცხადებებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;
კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 17🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
ე) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) პერიოდულად ისმენს სამმართველოს უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ლ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მინისტრის ბრძანებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 18🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 19🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 20🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) მრჩეველი;
ბ) მთავარი სპეციალისტი;
გ) სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.