„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№897
სარეგისტრაციო კოდი
440.020.010.05.001.001.684
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 19/01/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 129) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის I თავის, მე-5 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, VIII და IX თავების დებულებანი ვრცელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე.“.

2. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 15 აგვისტოს №259 ბრძანებულება და „საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 იანვრის №16 ბრძანებულება.”.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№897–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №897. სარეგისტრაციო კოდი — 440.020.010.05.001.001.684.
სად არის „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №897, 29.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 440.020.010.05.001.001.684 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28876/