საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 11.03.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016481
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №66
2015 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №152 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის (შემდგომში–დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში–მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის საქმიანობაზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ფარგლებში ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით, დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, რომლის ნიმუშებსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 7🔗.
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია : ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №85.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
პენიტენციური დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს–თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა კომპეტენციის ფარგლებში გამოძიება და დანაშაულთა პრევენცია.
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში დანაშაულის გამოვლენა, გახსნა, გამოძიების დაწყება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
ბ) დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენა და დაკავება და ამ მიზნით ფიზიკური იძულების ღონისძიებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება სამინისტროს სისტემაში დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
ვ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალებებისა და მითითებების შესრულება, საგამოძიებო მოქმედების წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისათვის მიწოდება;
თ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, აგრეთვე სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 10🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აღმოსავლეთის სამმართველო;
ბ) დასავლეთის სამმართველო;
გ) ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო და დასავლეთის სამმართველო:
ა) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში დანაშაულის გამოვლენა, გახსნა, გამოძიების დაწყება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
ბ) დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენა და დაკავება და ამ მიზნით ფიზიკური იძულების ღონისძიებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
დ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალებებისა და მითითებების შესრულება, საგამოძიებო მოქმედების წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;
ე) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისათვის მიწოდება;
ვ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, აგრეთვე სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
გ) დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენა და დაკავება და ამ მიზნით ფიზიკური იძულების ღონისძიებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება სამინისტროს სისტემაში დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
ე) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, აგრეთვე სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
3. დეპარტამენტის აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამმართველოები ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს, როგორც წესი, ახორციელებენ ტერიტორიული პრინციპის დაცვით, შესაბამისად აღმოსავლეთის სამმართველო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო დასავლეთის სამმართველო - დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს საქმიანობაზე ტერიტორიული პრინციპი არ ვრცელდება და იგი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დეპარტამენტის აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამმართველოების ოპერატიულ მხარდაჭერას.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;
დ) მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ე) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;
ვ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას;
თ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს, რეკომენდაციების შემუშავებასა და სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისათვის მიწოდებას;
ი) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პერიოდულად (წელიწადში არანაკლებ ერთხელ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას დეპარტამენტის საქმიანობის პროირიტეტული მიმართულებების თაობაზე;
4. დეპარტამენტის უფროსის სამუშაო აღწერილობას ამტკიცებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ამ მოვალეობას ასრულებს აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის სამუშაო აღწერილობას ამტკიცებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წინაშე.
მუხლი 14🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას, აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, პასუხისმგებელია სამმართველოსათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) მონაწილეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვაში და ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს;
დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ზ) დეპარტამენტის უფროსს პერიოდულად (წელიწადში არანაკლებ ერთხელ) წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
თ) სამმართველოს უფროსი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 15🔗
1. დეპარტამენტის მოსამსახურეები არიან:
ა) გამომძიებლები;
ბ) უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები;
გ) ინსპექტორ-გამომძიებლები;
დ) სამმართველოს სპეციალისტები.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობებით.
მუხლი 16🔗
დეპარტამენტის გამომძიებელი:
ა) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შემავალ დანაშაულზე იწყებს გამოძიებას და ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედებას;
ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დანაშაულის ჩამდენ პირთა დასადგენად და დასაკავებლად, მათ შორის იყენებს ფიზიკური იძულების ღონისძიებებს;
გ) გამოითხოვს მოსამართლის ბრძანებას კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით;
დ) ასრულებს მოსამართლის, პროკურორის წერილობით დავალებებსა და მითითებებს საგამოძიებო მოქმედებების შესრულების თაობაზე;
ე) კანონით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს აძლევს წერილობით დავალებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით;
ვ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარებასა და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენას;
ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, კანონით დადგენილი წესით მოითხოვს და იღებს ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციას;
თ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ი) ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო ჯგუფს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოსა და სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ლ) ამუშავებს და აანალიზებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და მასალას, ახდენს მასზე შესაბამის რეაგირებას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 17🔗
დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი:
ა) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შემავალ დანაშაულზე იწყებს გამოძიებას და ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედებას;
ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დანაშაულის ჩამდენ პირთა დასადგენად და დასაკავებლად, მათ შორის იყენებს ფიზიკური იძულების ღონისძიებებს;
გ) ასრულებს მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის წერილობით დავალებებსა და მითითებებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, კანონით დადგენილი წესით მოითხოვს და იღებს ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციას;
ვ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოსა და სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) ამუშავებს და აანალიზებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და მასალას, ახდენს მასზე შესაბამის რეაგირებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 18🔗
დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი:
ა) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დანაშაულის ჩამდენ პირთა დასადგენად და დასაკავებლად, მათ შორის იყენებს ფიზიკური იძულების ღონისძიებებს;
ბ) ასრულებს მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლისა და უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის წერილობით დავალებებსა და მითითებებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვს და იღებს ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოსა და სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 19🔗
სამმართველოს სპეციალისტი:
ა) აღრიცხავს დეპარტამენტში შემოსულ და გასულ დოკუმენტაციას;
ბ) იღებს მოქალაქეთა განცხადებებსა და შუამდგომლობებს, კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს მათზე რეაგირებას;
გ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით გაცემას;
დ) ახორციელებს დეპარტამენტის არქივზე კონტროლსა და სტატისტიკური მონაცემების შეჯამებას;
ე) უზრუნველყოფს სამმართველოს მოსამსახურეთათვის ტექნიკური დახმარების გაწევას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.