მემორანდუმი საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 23.06.2015
ძალაში შესვლა 23.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №180/4
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016339
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) | არგენტინის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა
შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება
დოკუმენტის ტექსტი
მემორანდუმი საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ
მ ე მ ო რ ა ნ დ უ მ ი
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ
საქართველო და არგენტინის რესპუბლიკა (შემდგომში „მხარეები“);
ითვალისწინებენ რა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობის და კულტთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ხელმოწერილ იქნა 2010 წლის 21 სექტემბერს;
სურთ რა, ურთიერთსარგებლიანობის პრინციპის საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარება და გაძლიერება;
აღიარებენ რა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება ხელსაყრელ და სტაბილურ პირობებს შექნის შემდგომი თანამშრომლობისთვის;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1.მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებას, მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის მიზანია ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება და ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობათა გაძლიერება, განსაკუთრებით ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ინოვაციების სფეროში.
3. მხარეთა შორის მრავალმხრივ დონეზე სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა მოიცავს შემდეგს:
a) კონსულტაციების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა მრავალმხრივი ვაჭრობის ისეთ სფეროებში, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს შეადგენს;
b) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თემატიკასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სემინარებისა და ტექნიკური მომზადების კურსების ორგანიზება;
c) საერთო პოზიციების შესწავლა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მონაწილეობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სხვადასხვა ფორუმებში (რეგულარული კომიტეტები, დოჰას-ს განვითარების რაუნდის მოლაპარაკებები) და/ან სხვა მრავალმხრივ ეკონომიკურ ფორუმებში.
მუხლი 2🔗
1. წინამდებარე მემორანდუმი ითვალისწინებს შემდეგი საქმიანობის განხორციელებას:
a) ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში გამოცდილების გაზიარება;
b) კვლევების ჩატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება საექსპორტო პროდუქციის პოტენციალის განსაზღვრაზე, მეორე ქვეყანაში არსებული მოთხოვნის შესაბამისად;
c) სავაჭრო და საინვესტიციო წარმომადგენლობები, ბიზნესრაუნდები, საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობა, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ორგანიზება, ასევე ნებისმიერი სხვა ღონისძიებების ხელშეწყობა, საჭიროა ორმხრივი ვაჭრობის გაზრდისთვის;
d) სასწავლო კურსების შემუშავება, ტრენინგების ჩატარება და ტექნოლოგიების გადაცემა, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემების გაძლიერებას და უზრუნველყოფს მესამე ბაზრებზე ვაჭრობის ხელშეწყობის ღონისძიებათა უწყვეტ რეჟიმში განხორციელებას;
e) მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა მონაწილეობა ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობათა განვითარებაში, მათ შორის, თანამშრომლობაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით.
2. მხარეთა შორის თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ წინამდებარე მუხლში მითითებული ღონისძიებებით და შესაძლოა განხორციელდეს სხვა გზებითაც.
მუხლი 3🔗
ამ მემორანდუმის განხორციელებაზე მხარეთა პასუხისმგებელი კომპეტენტური უწყებები არიან:
a) საქართველო წარმოდგენილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით;
b) არგენტინის რესპუბლიკა წარმოდგენილი არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტთა სამინისტროს სახით.
მუხლი 4🔗
1. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები წაახალისებენ თავიანთი წარმომადგენლობების და/ან ფილიალების გახსნას, რაც ხელს შეუწყობს თავიანთ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე ბიზნესპროექტების განვითარებას.
2. წარმომადგენლობების და/ან ფილიალების გახსნისა და ბიზნესის განვითარების პროცედურები განისაზღვრება შესაბამისი მხარის, სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან ინფორმაციას საერთო ინტერესის მქონე ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის ურთიერთობათა განმტკიცებას.
მუხლი 6🔗
ამ მემორანდუმთან ან მის განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება და/ან დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და პირდაპირ მოლაპარაკებათა გზით.
მუხლი 7🔗
1. ეს მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღიდან.
2. ეს მემორანდუმი ძალაში დარჩება განუსაზღვრელი ვადით, თუ ერთი მხარე მეორეს არ აცნობებს თავისი განზრახვის შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს მას.
3. ამ მემორანდუმში ნებისმიერი შესწორება და დამატება შევა მხარეთა შეთანხმებით. ეს შესწორებები და დამატებები გაფორმდება დამატებითი ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორითაც მემორანდუმი.
შესრულებულია ქ. ბუენოს-აირესში, 2015 წლის 23 ივნისს, ორ დედნად, ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ორივე დედანს თანაბარი ძალა გააჩნია. მემორანდუმის განმარტებისას წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
არგენტინის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)