„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2015 წლის 26 ივნისი ქ. თელავი |
მუხლი 11. გამგეობის სამსახურები
1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით –საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების, სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. გამგეობის სამსახურებია:
1. ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) მოქალაქეთა მომსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების განყოფილებას;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილებას.
2. არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) არქიტექტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის განყოფილებას;
ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილებას.
3. საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) საგეგმო - სახაზინო განყოფილებას;
ბ) შესყიდვების განყოფილებას;
გ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილებას;
დ) ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილებას.
4. იურიდიული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) სამართლებრივი ანალიზის განყოფილებას;
ბ) ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების განყოფილებას.
5. კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილებას;
ბ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას.
6. შიდა აუდიტის სამსახური.
7. ზედამხედველობის სამსახური.
8. სამხედრო არღიცხვისა და გაწვევის სამსახური.
5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად.
6. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.
|