„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2015 წლის 26 ივნისი ქ. თელავი |
„მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს აქვს შემდეგი განყოფილებები:
ა) საგეგმო-სახაზინო განყოფილება;
ბ) შესყიდვების განყოფილება;
გ) ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა განყოფილება;
დ) ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება.
1. საგეგმო - სახაზინო განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებით მონაცემთა ბაზის ფორმირება, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო განაცხადის ფორმების, წერილების, მითითებებისა და ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება;
დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან და უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღება-დამუშავება;
ე) საჭირო ინფორმაციის შეკრება და დამუშავება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ვ) მუნიციპალური პროგრამების და პროექტების ფინანსური ანალიზის განხორციელება;
ზ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი სამსახურის ხელმძღვანელებისათვის წარდგენა;
თ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ი) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების განწერა თვეების ან კვარტალების მიხედვით;
კ) არსებული წესის შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებების/დამატებების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის მომზადება;
ლ) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ფორმირების შესახებ წინადადებების მომზადება;
მ) ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ მხარჯავი დაწესებულებების წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებების გამგებლისათვის წარდგენა;
ნ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ბიუჯეტის კვარტალური და წლიური შესრულების ანალიზის წარმოება, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ო) საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესაბამისად გამგეობის სამსახურების და მმართველობითი აპარატის შენახვის ხარჯების ყოველდღიური ოპერატიული აღრიცხვა;
პ) გამგეობის სამსახურების და მმართველობითი აპარატის მოხელეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების დარიცხვა, უწყისების შედგენა და გასაცემი თანხების ბანკში დროული გადარიცხვა;
ჟ) საშემოსავლო გადასახადების ანგარიშების შედგენა და დადგენილ ვადაში საგადასახადო ინსპექციაში წარდგენა;
რ) მოქმედი დებულების შესაბამისად მუნიციპალიტეტის პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
ს) საბუღალტრო დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრირების, ხარჯთაღრიცხვების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვაზე კონტროლი და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარება;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება;
ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;
გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება;
დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავება;
ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება;
ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება;
დ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ე) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
ვ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ზ) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
თ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფა;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
4. ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალური ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
ბ) სადეფექტო აქტების შედგენა;
გ) სხვა მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
დ) მატერიალურ ფასეულობებზე და მის გადაადგილებაზე ზედამხედველობა;
ე) მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარება, შედეგების გამოვლენა და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ ანგარიშგებებში ასახვა;
ვ) გამგეობის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;
თ) საკრებულოს, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა და ტექნიკური მომსახურება;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.".
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.06.2015. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.163.016275.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 11 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №36, 26.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016275 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2888604/