,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“
მიღების თარიღი 08.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.000.963
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 11/02/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.02.2008 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| I | მინისტრის აპარატი |
| აპარატის უფროსი | 1 |
| II | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური |
| უფროსი | 1 |
| III | მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური |
| IV | რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახური |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №19
2008 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულების შესრულების მიზნით:
ა) შეიქმნას რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა;
ბ) აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 32 ერთეულით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის მიზნით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება ეფექტიანი რეგიონული პოლიტიკის თაობაზე წინადადებების შემუშავების, მისი განხორციელებისა და მონიტორინგის რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელშეწყობის მიზნით.
2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.
3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
5. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.
მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი) საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის მიზნით აპარატი:
ა) უზრუნველყოფს რეგიონული მართვის საკითხებზე საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილებისა და ქონების გამიჯვნის, მუნიციპალური განვითარების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემის რეფორმირების შესახებ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულებისა და სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგს;
დ) ამზადებს წინადადებებს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესახებ;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა სისტემის განხორციელებისათვის;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს თვითმმართველობის განხორციელებისათვის საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების დაცვის ხელშეწყობას;
ზ) უზრუნველყოფს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვისა და რეგიონული პროგრამების განხორციელების მიზნით;
თ) უზრუნველყოფს რეგიონული განვითარების პროექტების განხორციელების კოორდინაციას;
ი) დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ამზადებს საინფორმაციო-ანალიტიკურ მასალას საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების, შესრულების და ცენტრალურ ბიუჯეტთან ურთიერთობის, აგრეთვე ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე;
კ) მონაწილეობს გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავებაში;
ლ) ამზადებს სამთავრობო გადაწყვეტილებათა პროექტებს ცალკეული რეგიონების, მათ შორის პოსტკონფლიქტური რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და რეაბილიტაციის შესახებ;
მ) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულისა და დასახლებების შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, სახელის მინიჭებისა და შეცვლის თაობაზე;
ნ) ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებსა და სხვა ქვეყნების რეგიონებს შორის თანამშრომლობის დამყარებას;
ო) შეისწავლის უცხო სახელმწიფოთა გამოცდილებას რეგიონული მართვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სფეროში და შეიმუშავებს წინადადებებს მათი დანერგვის თაობაზე;
პ) ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მათ შორის ცხოვრებისა და დასაქმების დონის ანალიზს, პროგნოზირებას და ამზადებს შესაბამის წინადადებებს;
ჟ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემული მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გამოყენების ეფექტიანობას;
რ) ახორციელებს სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის, მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზსა და შეფასებას, ამზადებს სათანადო სამთავრობო გადაწყვეტილებათა პროექტებს;
ს) ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს მობილიზაციის, მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის საკითხებზე და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს;
ტ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებათა მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოებს;
უ) ახორციელებს სხვა ორგანიზაციულ, ანალიტიკურ და საკოორდინაციო საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო მინისტრისათვის მიცემულ დავალებათა შესასრულებლად.
მუხლი 3🔗. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური;
გ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური;
დ) რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახური.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატის სტრუქტურაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი;
გ) მინისტრის მრჩეველი;
დ) სამსახურის უფროსი;
ე) მთავარი სპეციალისტი;
ვ) უფროსი სპეციალისტი;
ზ) სპეციალისტი;
თ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
ი) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე.
მუხლი 4🔗. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
3. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
4. აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს აპარატს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
გ) სახელმწიფო მინისტრის დავალებით ან მასთან შეთანხმებით განკარგავს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს;
დ) სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და მონაცემებს თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციების შესახებ;
ე) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, გარდა სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;
ზ) ასრულებს სახელმწიფო მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5🔗. აპარატის თანამშრომლები
აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
თანამდებობა
რაოდენობა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
1
1
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
I
მინისტრის აპარატი
აპარატის უფროსი
1
მინისტრის მრჩეველი
5
უფროსი სპეციალისტი
1
სპეციალისტი
2
მინისტრის თანაშემწე
2
მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე
1
II
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
უფროსი
1
მთავარი სპეციალისტი
8
III
მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური
უფროსი
1
მთავარი სპეციალისტი
4
IV
რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახური
უფროსი
1
მთავარი სპეციალისტი
3
სულ:
32