1. მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებისას:
ა) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამის მოსარგებლეთათვის მომსახურების მაქსიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა (რეგიონული/რაიონული სამედიცინო დაწესებულებებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით);
ბ) ძუძუს კიბოს პირველადი სკრინინგი და კოლორექტალური კიბოს სკრინინგი უნდა განხორციელდეს არაუმეტეს ორ კალენდარულ წელიწადში ერთხელ, საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველადი სკრინინგი - სამ კალენდარულ წელიწადში ერთხელ, პროსტატის კიბოს სკრინინგი - კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, ხოლო მეორადი სკრინინგი სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, შეიძლება განხორციელდეს სპეციალისტის დანიშნულების შესაბამისად;
გ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამული სერვისებით მოსარგებლეთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, ასევე, ეპიდემიოლოგიური ანალიზის განხორციელების მიზნით, კიბოს ლოკალიზაციის მიხედვით გამოვლენილი პათოლოგიების მონაცემთა ბაზის შექმნა.
2. იმ მიმწოდებლებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი მუნიციპალური ორგანო, მიეცეთ უფლება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მომსახურება შეისყიდონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
დანართი №1.1
მომსახურების დასახელება
ერთეულის ღირებულება (ლარი)
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
17
კოლპოსკოპიური სკრინინგი
14
დანართი №2
იმუნიზაცია
(პროგრამული კოდი 35 03 02 0