საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ბილეთისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.06.2015
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.104.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.03.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების, განაცხადის ფორმებისა და საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმის ბეს დაბრუნების მოთხოვნით, აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალისა და სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული) ფორმით პრივატიზების პირობებით/უპირობოდ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ბილეთისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2015 წლის 29 ივნისი
ქ. წალენჯიხა
საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ბილეთისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №
669 დადგენილების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი:
ა)
კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის – 100 ლარი:
ბ)
ფიზიკური პირებისათვის –50 ლარი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს:
ა)
აუქციონში (ელექტრონულ/საჯარო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა (დანართი №1);
ბ)
აუქციონში (ელეტრონული/საჯარო) პირობებით გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა (დანართი№2);
გ)
მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი№3);
დ)
საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმა (დანართი№4).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №19 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი №1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
აუქციონში (ელექტრონული/საჯარო) გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
(ტიპური ფორმა)
ქ. წალენჯიხა ,,___ “,,___________“ 20--წ.
1. „წინამდებარე ოქმი გაიცა-----------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------- (აუქციონში გამარჯვებულის მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემები და მისამართი)
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)ქონების საწყისი ფასი ------------------- (----------------------------------------)
(ციფრებით სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის ,, ----------“ ,,---------------“ ელექტრონულ/საჯარო აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ------------------------- (--------------------------------------------) (ციფრებით სიტყვიერად)
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა --------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
2. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს წერილობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე № ------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4.მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
5.თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ, მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
7.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
8. წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ოქმი შედგენილია 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------- /-----------------------/
ხელმოწერა, სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) ----------------- / -------------------- /
ხელმოწერა, სახელი, გვარი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
-------------------------------------- /---------------------------------------/
/სახელი, გვარი/ /ხელმოწერა/
ბ.ა
დანართი №2
წალენჯიხის მუნიცაპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
აუქციონში (ელექტრონულ/საჯარო) პირობებით გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
(ტიპური ფორმა)
ქ. წალენჯიხა ,,___ “,,___________“ 20--წ.
1.წინამდებარე ოქმი გაიცა ------------------------------------------------------------------ -----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებულის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემები და მისამართი)
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად მუნიციპალური ქონების
------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------- (-----------------------------------)
(ციფრებით, სიტყვიერად)
შემდგომში პრივატიზების მიზნით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის,,------------“ ,,---------------------“ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის ------------------- (----------------------------)
(ციფრებით,სიტყვიერად)
ლარის საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში –
მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონება -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
2. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა ) გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ ანგარიშზე № ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.მყიდველს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბ) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გ) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
6. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
8. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.1% .
9. წერილობითი გაფრთხილების ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა და პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
10. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
11. საკუთრების უფლების გადაცემის შემდგომ მუნიციპალური ქონების გასხვისების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია ახალ შემძენზე ქონება გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც არის გათვალისწინებული ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ პირობის შესრულებამდე ქონების გასხვისების თაობაზე ინფორმაცია წერილობით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს.
12. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე -------------------------------------- ------------------------------- ხელმოწერა სახელი და გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი --------------------------------- -------------------------------- ხელმოწერა სახელი და გვარი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
------------------------------------------ /---------------------------------------/
/სახელი, გვარი/ /ხელმოწერა/
ბ.ა.
დანართი №3
(მცირე სახელმწიფო გერბი)
(მუნიციპალიტეტის გერბი)
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
N
(ფორმა)
ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---
სარეგისტრაციო № -----------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება და მისამართი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (პირობა)
მიწის ფართობი ---------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––- (კვ.მ) (მიწათსარგებლობის ფორმა)
საფუძველი: სააუქციონო კომისიის სახდომის ოქმი
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თარიღი და ნომერი-----------------------––––––
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს,
--------------------------------------------------------------------------------––––––----------------------------------–------ (მესაკუთრის სახელი, გვარი / დასახელება)
ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში.მოწმობა ძალაშია ოქმთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია: წელი თვე
მუნიციპალიტეტის გამგებელი: / . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . / /გოგა გულორდავა / /ხელმოწერა/
დანართი №4
აუქციონში მონაწილის ბილეთი №-----
აუქციონატორის დასახელება -------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
მონაწილე ------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
საპრივატიზაციო ან სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელება
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
საჯარო აუქციონის ჩატარების დრო, საათი, მისამართი
-------------------------------------------------------------------------------------------------------
ბილეთის ფასი ----------------------- -------------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
ლოტის № -----------
ბ.ა.