📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2015
ძალის დაკარგვა 22.09.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.112.016234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,755 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2015 მიღება
22.09.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
გარე რეკლამა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა
მუხლი 2
სარეკლამო საშუალება
პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით
მუხლი 2
ნებართვა
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა
მუხლი 2
ნებართვის მაძიებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება
მუხლი 2
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მუხლი 2
აუქციონი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონი, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა
მუხლი 2
ნებართვის მფლობელი
ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სანებართვო მოწმობის №
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2015 წლის 31 ივლისი ქ. ლანჩხუთი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის 26​1 მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ლანჩხუთის მიუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მიუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის გაცემის წესი,  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მიუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა,  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა,  დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის №25 დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 12.09.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 240120100.35.112.016047). მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე დანართი №1 გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წ ე ს ი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარე რეკლამა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა; ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით; გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა; დ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება; ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონი, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებანი 1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. 2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს. 3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია”. 4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი. მუხლი 4🔗. გარე  რეკლამის  განთავსების  გეგმა 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განკარგულებით ამტკიცებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. გარე რეკლამის განთავსების გეგმით  განისაზღვრება  ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, აუქციონზე გაცემის საწყისი წლიური ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალების 1 კვ/მ-ის მიხედვით და ასევე აუცილებელი სხვა  საკითხები,  მათი  მიზანშეწონილობის  გათვალისწინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს: ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ); ბ) საგზაო  პოლიციის  ტერიტორიულ  ქვედანაყოფთან საქალაქო  და  სასოფლო  დასახლებების ტერიტორიაზე; გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან-რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას; დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო–საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში - ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში; ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ნებართვის გაცემის პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. გარე რეკლამის განთავსების  გეგმაში  შესაძლებელია პერიოდულად განხორცილდეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის  პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობის არსებობის გათვალისწინებით, შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებულ განკარგულებაში ცვლილების შეტანის გზით. მუხლი 5🔗. გარე  რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო აუქციონის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით  შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით გამოიყენება  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებითა და  ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის  დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის №28 დადგენილებით განსაზღვრული წესები. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის შესაბამისად. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე, სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით. მუხლი 6🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი 1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი (პროექტის შეთანხმება) საჭიროებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან  შეთანხმებას. 2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს  წერილობითი განცხადება, რომელსაც 2  ეგზემპლარად უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის, ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი)  ბ) საკუთრებაში  არსებული  მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი  საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო    გეგმა   (საერთო   საკუთრებაში    არსებულ    ქონებაზე   ასევე   სხვა   თანამესაკუთრეების   მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა); გ) საკუთრებაში  არსებული  მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური  გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით; დ) იურიდიული  პირის  შემთხვევაში  დამატებით  იურიდიული პირის წესდების სათანადო  წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი. 3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების შეთანხმების საკითხზე გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები.  4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია  საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას  წინამდებარე  წესითა  და  მოქმედი  კანონმდებლობით  დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები. მუხლი 8🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ან ნებართვის გაცემის გარეშე გარე რეკლამის განთავსებაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სათანადოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ. 2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ლანჩხუთის   მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვის  ფორმა ლანჩხუთის   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნ ე ბ ა რ თ ვ ა  № ___ ეძლევა  ________________________________________________________________________                                                     (ნებართვის მიმღები  და მისი მისამართი) საფუძველი  ____________________________________________________________________    (ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები) ნებართვის მოქმედების ვადა___________________ დან __________________ მდე. სანებართვო პირობები:______________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________             ___________________________________________________________________________________          ნებართვა გაცემულია 20 - - წლის _______________________    ______________________                                                      ___________________ ნებართვის მიმღები                                                                 ნებართვის გამცემი ნებართვა  შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ინახება ნებართვის გამცემ ორგანოში. დანართი №3 ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე  რეკლამის  განთავსების  სანებართვო  რეესტრი №  სანებართვო მოწმობის № ნებართვის გაცემის/ ცვლილების, გაუქმების/ საფუძველი და თარიღი ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი) ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან- ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის) ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ– სამართლებრივი ფორმა მონაცემები ნებართვის მიმღებს შესახებ: სახელს, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე  ფიზიკური პირისათვის ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ დანართი №4 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის  მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი  №  „––––––“ „–––––––––––––––––––“ 20   წ . ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი         (რიცხვი, თვე, წელი) 1. ეს ოქმი გაიცა ------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ მისამართი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)  მასზედ, რომ „გარე რეკლამის განთავსების ნაბართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეის საკრებულოს 2015 წლის № დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ( ლოტის დასახელება, მისამართი, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების ფართობი, გარე  რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების სხვა აღწერილობა). ლოტის საწყისი ფასი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                 (ციფრებით და სიტყვიერად)  შემდგომში გარე რეკლამის  განთავსების  ნებართვის მიღების  მიზნით  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ ––––––––––––––––––––––––––– მოწყობილ                  (რიცხვი, თვე, წელი) აუქციონზე  მის  მიერ  შემოთავაზებული  ფასის: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში–ნებართვის მფლობელი) და მას წინამდებარე  წესის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების  პირობით,  მიეცა  გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვა                                –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ( ლოტის დასახელება,  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების ფართობი, გარე  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების სხვა აღწერილობა).  მდებარე             ___________________________________________________________________                                        (ლოტის მისამართი ან მისამართები)  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის პირობები და მხარეთა უფლება–მოვალეობები:  ____________________________________________________________ __________________________________________________________ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო  კომისიის  თავმჯდომარე:    სახელი/გვარი კომისიის მდივანი:    სახელი/ გვარი  აუქციონში გამარჯვებული პირი:   სახელი / გვარი