საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 10.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.038.016480
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| როდიდან (თვე და წელი) | როდემდე (თვე და წელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.07.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.06.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №65
2015 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სპეციალური პენიტენციური სამსახურის) მოსამსახურეთათვის, აგრეთვე სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომში – სპეციალური წოდებები) მინიჭების წესს.
მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებები
1. სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
2. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის (შემდგომში – მოსამსახურე) სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.
მუხლი 3🔗. სპეციალური წოდების მინიჭება
1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება თანამდებობის, ნამსახურების წლების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.
2. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
3. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით, ხოლო თუ გათავისუფლების შემდეგ მიენიჭა წოდება სხვა სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას, მოხდება წოდებათა გათანაბრება.
4. მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.
5. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებს (გარდა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეებისა) პირველად, მორიგ უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს (მათ შორის, სხვა სპეციალურ წოდებასთან ან სამხედრო წოდებასთან გათანაბრებისას), აგრეთვე ვადამდელ საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი.
6. სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ენიჭება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს.
7. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებს უმცროსს და საშუალო სპეციალურ წოდებებს (მათ შორის, სხვა სპეციალურ წოდებასთან ან სამხედრო წოდებასთან გათანაბრებისას), ანიჭებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
8. მოსამსახურეებს თანამდებობაზე დანიშვნისას სპეციალური წოდება ენიჭებათ მათთვის სამხედრო სამსახურში მინიჭებული წოდების შესაბამისად ან თუ მას აქვს სპეციალური წოდება ხდება ამ სპეციალურ წოდებასთან გათანაბრება, ხოლო წოდების არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება „იუსტიციის რიგითი.”
9. ბრძანების პროექტებს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების ფურცელი – წარდგინება (დანართი №1-№3-ის შესაბამისად) შესაბამისი ხელმოწერებით, რომელსაც ავსებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
10. ბრძანების პროექტებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №5) შესაბამისი ხელმოწერით, ხოლო უმცროსს და საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე – დანართი №4-ით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება შესაბამისი ხელმოწერებით.
11. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეების უფროს სპეციალური წოდებათა მინიჭებისათვის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია ავსებს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას (დანართი №5) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.
12. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
მუხლი 4🔗. სპეციალურ წოდებათა მინიჭების თანმიმდევრობა
1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მიენიჭება თანამიმდევრობის პრინციპის დაცვით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისათვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების შემთხვევებისა.
2. მოსამსახურეს მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭება მისთვის მინიჭებული სპეციალური წოდების, წოდებით სამსახურის ვადისა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
3. მინიჭებული სპეციალური წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „გადამდგარი“.
4. მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ წესის №6 დანართის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. სპეციალური წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადები
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) საშუალო სპეციალური წოდებით სამსახურის:
ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ა.ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;
ა.გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
ა.დ) კაპიტანი – 3 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდებით სამსახურის:
ბ.ა) მაიორი – 4 წელი;
ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;
ბ.გ) პოლკოვნიკი – 5 წელი;
2. უმცროს და უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება.
მუხლი 6🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
გ) კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, წახალისების წესით.
მუხლი 7🔗. სპეციალური წოდების მინიჭება სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, რის შემდეგაც მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა.
მუხლი 8🔗. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების წესი
1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, გამოყენების უფლება აქვს იმ თანამდებობის პირს, რომელმაც მოსამსახურეს მიანიჭა სპეციალური წოდება.
2. იმ მოსამსახურის მიმართ, რომელიც ჩამოქვეითდა სპეციალურ წოდებაში, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამოქვეითების დღიდან.
მუხლი 9🔗. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი
ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
მუხლი 10🔗. სოციალური გარანტიები
სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი №1
თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეციალური წოდება:_____________
_____________________________________________________________________________
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის ___ _________ №___ ბრძანების შესაბამისად,
წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა
სპეციალური წოდების ___________________________________________მისანიჭებლად
______________________________________________________________________________
(სახელი, გვარი)
______________________________________________________________________________
(დაკავებული თანამდებობა)
დაბადების წელი _____________________________________________________________
განათლება ___________________________________________________________________
(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)
______________________________________________________________________________
მინიჭებული წოდება __________________________________________________________
______________________________________________________________________________
სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია ____________________________________________
სამედიცინო კომისიის _________________________________________________________
სამსახურისათვის _____________________________________________________________
(დასკვნა ფორმულირება)
ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი _______________________________________
______________________________________________________________________________
ნამსახურობის ნუსხა
როდიდან
(თვე და წელი)
როდემდე
(თვე და წელი)
თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოს უფროსი:
შემსრულებელი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოს __________________________________
დანართი №2

სამინისტრის პენიტენციური დეპარტამენტის
დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოს უფროსი:
შემსრულებელი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოს __________________________________
დანართი №3

სამინისტრის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოს უფროსი:
შემსრულებელი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოს __________________________________
დანართი №4

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე:
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს
ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი:
შემსრულებელი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოს __________________________________
დანართი №5

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოს უფროსი:
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს
ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი:
შემსრულებელი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოს __________________________________
დანართი №6
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები
ა) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში:
1. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი – იუსტიციის გენერალ-მაიორი;
2. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე – იუსტიციის გენერალ-მაიორი;
3. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;
4. ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;
5. ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
6. მთავარი სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;
7. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;
8. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
9. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
10. პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
11. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
12. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველოს) უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
13. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
14. პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
15. სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
16. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
17. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
18. განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
19. განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი) – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
20. განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი) – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
21. განყოფილების უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
22. სპეციალური დაცვის განყოფილების მებრძოლი – იუსტიციის კაპიტანი;
23. ასეულის მეთაური – იუსტიციის მაიორი;
24. ასეულის მეთაურის მოადგილე – იუსტიციის კაპიტანი;
25. მთავარი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;
26. ოცეულის მეთაური – იუსტიციის მაიორი;
27. მებრძოლი – იუსტიციის კაპიტანი;
28. უფროსი მორიგე ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;
29. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;
30. გუშაგთა ცვლის უფროსი – იუსტიციის კაპიტანი;
31. გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე – იუსტიციის კაპიტანი;
32. ინსპექტორი – იუსტიციის კაპიტანი;
33. უმცროსი ინსპექტორი (მორიგე) – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;
34. ოცეულის მეთაურის მოადგილე – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;
35. უმცროსი ინსპექტორი – იუსტიციის ზემდეგი;
36. ყარაული – იუსტიციის ზემდეგი.
ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში:
1. დაწესებულების დირექტორი – იუსტიციის პოლკოვნიკი;
2. დაწესებულების დირექტორის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
3. დაწესებულების განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
4. მთავარი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;
5. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;
6. უფროსი ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე) – იუსტიციის მაიორი;
7. უფროსი ინსპექტორი (კონტროლის ინსპექტორი) – იუსტიციის მაიორი;
8. ინსპექტორი – იუსტიციის კაპიტანი;
9. ინსპექტორი (ოპერატიული მორიგის თანაშემწე) – იუსტიციის კაპიტანი;
10. ინსპექტორი (კონტროლიორი) – იუსტიციის ზემდეგი.
გ) გენერალურ ინსპექციაში:
1. გენერალური ინსპექციის უფროსი – იუსტიციის გენერალ-მაიორი;
2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;
3. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;
4. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
5. ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;
6. მრჩეველი – იუსტიციის მაიორი;
7. მთავარი სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი;
8. სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი;
დ) საგამოძიებო დეპარტამენტში:
1. დეპარტამენტის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
3. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
4. გამომძიებელი – იუსტიციის მაიორი;
5. უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი – იუსტიციის მაიორი;
6. ინსპექტორ-გამომძიებელი – იუსტიციის კაპიტანი;
ე) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში:
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი – იუსტიციის გენერალ-მაიორი;
2. პრობაციის ბიუროს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;
3. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;
4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;
5. პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
6. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
7. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;
8. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მრჩეველი – იუსტიციის მაიორი;
9. პრობაციის ბიუროს ოფიცერი – იუსტიციის მაიორი;
10. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სამსახურის უფროსი – იუსტიციის მაიორი;
11. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი ვ იუსტიციის მაიორი;
12. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბუღალტერი – იუსტიციის კაპიტანი;
13. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი;
14. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი – იუსტიციის კაპიტანი;
15. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფსიქოლოგი – იუსტიციის კაპიტანი;
16. პრობაციის ეროვნული სააგენტოს არქივარიუსი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;
17. პრობაციის ბიუროს სპეციალისტი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;
18. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სპეციალისტი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;
19. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმისწარმოების სპეციალისტი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი.