საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1349
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019490
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1349

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკო­ნო­მი­კუ­რი თანამშრომლობის შესახებ“ 2015 წლის 27 იანვრის შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად, დამტ­კი­ცდეს საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შე­მა­დგენლობით:

 

გიორგი კვირიკაშვილი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავ­მ­ჯ­დომარე;

მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ხათუნა სალუქვაძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში;

დავით ჯალაღანია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ნოდარ კერესელიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

ლევან ხარატიშვილი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

მარიამ ვალიშვილი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

მარიამ გაბუნია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვა­ჭ­­­რობისა და საერთაშორისო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურთიერ-თობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

ხატია წილოსანი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

ნინო გრძელიშვილი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გიორგი პერტაია

სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი;

ირაკლი ქაშიბაძე

სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;

ეკა ყუბუსიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი;

ირაკლი ტიტვინიძე

სს „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური დირექტორი;

რუსუდან მამაცაშვილი

სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე;

მაკა ხვედელიძე

სსიპ − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ანი ვაშაყმაძე

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერ-თობების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი − კომისიის მდივანი.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი