„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3818-რს
სარეგისტრაციო კოდი
210020010.05.001.017804
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 172 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილ ორგანოს, ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარების და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის აქვს ამ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება გადასახდელი მოსაკრებლის გადახდის გადავადების შესახებ. ამ შეთანხმების დადებისას მოსაკრებლის გადამხდელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ იგი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოს მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 1 იანვრისა, და რომ შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 174 მუხლი:

„მუხლი 174. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: 

ა) ობიექტის მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით გაიცა ან საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო, ხოლო მშენებლობის ნებართვა შემდეგ გაიცა;

ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

გ) ობიექტი მთლიანად ან ობიექტის არანაკლებ 60%-ისა განკუთვნილია საცხოვრებლად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივნისი 2015 წ.

N3818-რს