„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- პროფესიული განათლების შესახებ 28.03.2007
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლის:
ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით;“;
ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია და პროფესიული ცოდნა და უნარები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები;“;
გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ და „ტ2“ ქვეპუნქტები:
„ტ1) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების მოცულობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომელთა სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად, აგრეთვე შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების და პროგრამის განხორციელების წინაპირობები, შესარჩევი სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემის ალტერნატიული ჩამონათვალი;
ტ2) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი, თანამიმდევრული ბლოკი, რომელიც ორიენტირებულია მისაღწევ სწავლის შედეგებზე. მოდულით განისაზღვრება სასწავლო თემატიკისა და მისაღწევი სწავლის შედეგების ურთიერთკავშირი და პროფესიული სტუდენტის სწავლებასა და შეფასების ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;“;
დ) „უ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ2) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს/მოდულებს. პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები;“.
2. 202 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია პროფესიული სტანდარტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოზე დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.“.
3. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე და 23-ე პუნქტები:
„22. 2019 წლის 1 იანვრამდე პროფესიულ სტანდარტად ითვლება ასევე დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები.
23. უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული პროგრამების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით აღიარება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 27 ივნისი 2015 წ. N3817-რს |