ა) უმაღლესი ფსიქოლოგიური განათლება;
ბ) ფსიქოლოგად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
2. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ფსიქიატრიული განყოფილების ფსიქოლოგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;
კ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ