სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.06.2015
ძალის დაკარგვა 06.10.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16-64
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016177
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16-64
2015 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის თანდართული წესი.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსებისა და მუნიციპალიტტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი (შემდგომში – წესი), განსაზღვრავს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების წესს და არეგულირებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესსა და პირობებს.
2. წესის მიზანია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის დეცენტრალიზაცია და მომსახურების ეფექტიანობის გაზრდა, ასევე, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციის და მიღება-ამორიცხვის პროცესის გაუმჯობესება და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განვითარება.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ეწევა (ახორციელებს) სკოლამდელ აღზრდას;
ბ) სკოლამდელი აღზრდა – საქმიანობა, რომლის მიზანია ბავშვის მომზადება სკოლისათვის, მისი აზროვნებისათვის საფუძვლის ჩამოყალიბება, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირება, ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური და ჯანმრთელი განვითარება, რაც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირების მეშვეობით;
გ) სკოლამდელი აღზრდის მომსახურება – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახურება;
დ) ბაგის ჯგუფი – 2–დან 3 წლამდე ასაკის აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ჯგუფი;
ე) ბაღის ჯგუფი – 3-დან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის, პირველ კლასში შესვლამდე, აღსაზრდელებით დაკომპლექტებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფი;
ვ) აღსაზრდელი – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხული ბავშვი;
ზ) მშობელი – ბავშვის/აღსაზრდელის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;
თ) წლის ვაუჩერი – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში რეგისტირებულ ბავშვზე/აღსაზრდელზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აღსაზრდელის მიერ სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად;
ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი/აღსაზრდელი – პირი, რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა სკოლამდელი აღზრდის პროცესის (მომზადების) მოდიფიცირება ან/და ინდივიდუალური მომზადების გეგმის შედგენა და განხორციელება;
კ) ინკლუზიური (სპეციალური) განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელის ჩართვა სკოლამდელი აღზრდის პროცესში;
ლ) სათათბირო ორგანო – სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხელის შეწყობის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში შექმნილი სათათბირო ორგანო;
მ) რეგისტრაცია – სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში მომსახურების მიღების მსურველთა რეგისტრაცია ამ წესით დადგენილი წესით;
ნ) სააგენტო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.
თავი II. სკოლამდელი აღზრდის დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსება
მუხლი 3🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსება
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებას შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები.
3. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, სასწავლო-აღმზრდელობითი, კვებითი მომსახურების და სხვა ხარჯების დასაფარად, დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერული პრინციპით.
4. ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერი გამოითვლება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში რეგისტრირებული ბავშვთა/აღსაზრდელთა რაოდენობის, კვებითი მომსახურების, სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით.
5. საჭიროებიდან გამომდინარე, იმ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებმა, რომლის შესაბამისი მომსახურების და სხვა ხარჯების ოდენობა აღემატება ერთ ბავშვზე გათვლილი წლის ვაუჩერის (შესაბამის თვეში წლის ვაუჩერის 1/12) მოცულობას, დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიიღონ შესაბამის თვეში დამატებითი დაფინანსება, გაზრდილი ვაუჩერის სახით. გაზრდილი ვაუჩერის მისაღებად, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს სააგენტოს.
6. სააგენტო უფლებამოსილია სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში გამოცხადებული დასვენების პერიოდში (არდადეგების) და დაწესებულების საქმიანობის შეჩერების სხვა შემთხვევებში განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ვაუჩერული დაფინანსების შემცირება/შეჩერება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განისაზღვროს ვაუჩერული დაფინანსების შეჩერების/შემცირების დამატებითი შემთხვევები.
7. ამ მუხლით განსაზღვრული დაფინანსების პირობები (ვადები, რაოდენობა, რაოდენობის დათვლის წესი და სხვა) განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.
თავი III
ბაგის და ბაღის ჯგუფის დაკომპლექტება, ბავშვის რეგისტრაცია და ბავშვის/აღსაზრდელის მიღება–ამორიცხვა
მუხლი 4🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ბავშვის მიღება
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, ასევე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, აგრეთვე თანამემამულის, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების შვილები.
2. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფებში ბავშვის მიღება თავისუფალია:
ა) ბაგის ჯგუფში 2-დან 3 წლამდე;
ბ) ბაღის ჯგუფში 3-დან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის, პირველ კლასში შესვლამდე.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები (ინკლუზია)), სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია მიღებულ იქნეს ასეთი ბავშვი.
მუხლი 5🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ჯგუფების დაკომპლექტება
1. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში მონაწილე პერსონალთან შეთანხმებით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფებს, ასაკის გათვალისწინებით აკომპლექტებს საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი.
2. ჯგუფებში აღსაზრდელთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით, ფიზიკური გარემოსა და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ბაგის ჯგუფში არაუმეტეს 25 აღსაზრდელისა, ხოლო, ბაღის ჯგუფში არაუმეტეს 35 აღსაზრდელისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობა აჭარბებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების არსებული ადგილების მაქსიმალურ რაოდენობას, მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობის, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ფიზიკური გარემოსა და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ბაგის და ბაღის ჯგუფებში შესაძლებელია ჯგუფში ან ჯგუფებში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდა. აღნიშნული რაოდენობის ზრდის პროცედურა განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება წინამდებარე წესის ამოქმედებამდე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში რეგისტრირებულ და ჩარიცხულ აღსაზრდელებზე, მიუხედავად ბაგისა და ბაღის ჯგუფებში მათი რაოდენობისა.
მუხლი 6🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მიღების მსურველთა რეგისტრაცია
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მიღების მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონული ფორმით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ელექტრონულ მისამართზე.
2. რეგისტრაცია შესაძლებელია შერჩეულ საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში (ბაგის და ბაღის ჯგუფები) ადგილის არსებობის შემთხვევაში.
3. რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში.
4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდისას, მსურველთა რეგისტრაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული ვებგვერდის მართვაზე პასუხისმგებელი დაწესებულება/იურიდიული პირი.
5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბაღის და ბაგის ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხის შენარჩუნებასა და აღსაზრდელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება.
6. შესაბამის ელექტრონულ მისამართზე რეგისტრირდებიან:
ა) ბავშვები, რომელთაც ზოგადი განათლების დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების დღისთვის არ შესრულებიათ 6 წელი;
ბ) ბავშვები, რომელთაც ზოგადი განათლების დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების შემდგომ მომავალი საწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში უსრულდებათ 6 წელი;
გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბავშვები, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა/რეკომენდაციის საფუძველზე.
7. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი განისაზღვრება სააგენტოს მეშვეობით.
8. რეგისტრაციისას ივსება ანკეტა, რომელშიც რეგისტრაციის მსურველის მიერ სავალდებულოა შეტანილ იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასურველი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება;
ბ) ბავშვის პირადი ნომერი;
გ) ბავშვის სახელი და გვარი;
დ) ბავშვის დაბადების თარიღი;
ე) მშობლების (მშობლის) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ვ) მშობლის ტელეფონის ნომერი.
9. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის პერიოდში, რეგისტრაციის უპირატესობით სარგებლობენ:
ა) 100000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველი) ;
ბ) სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
გ) სპეციალური საგანმანათლებლო (ინკლუზია) საჭიროების მქონე ბავშვები;
დ) იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით.
10. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე არსებული რეგისტრაცია მიმდინარეობს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული უპირატესობით მოსარგებლე ყველა კატეგორიის ბავშვები, ხოლო, მეორე ეტაპზე სხვა დანარჩენი.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული უპირატესი რეგისტრაციით მოსარგებლე ბავშვების რეგისტრაციის ვადები და სხვა პირობები, განისაზღვრება სააგენტოს მეშვეობით.
12. ელექტრონულ მისამართზე განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია ბავშვის რეგისტრაციის, ჩარიცხვისა და წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის თაობაზე.
მუხლი 7🔗.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვა
1. ბავშვის ჩარიცხვა წარმოებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
2. რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულებიდან ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, ახალი სასწავლო-საამღზრდელო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე დაინტერესებული პირი ვალდებულია, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარადგინოს ბავშვის მიღებისთვის აუცილებელი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) ჯანმრთელობის ცნობა;
გ) ბავშვის 2 ფოტოსურათი 3X4;
დ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საჭიროების შემთხევაში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;
ვ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ.
3. დაინტერესებული პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის მოთხოვნით უქმდება განხორციელებული რეგისტრაცია.
4. დაინტერესებული პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გამოსცეს ბრძანება ბავშვის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე და აღსაზრდელის მშობელთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
5. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს აღსაზრდელის მომსახურება, დადგენილი სტანდარტებისა და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვა
1. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება წარმოებულ დოკუმენტაციასთან ერთად (დასწრების ჟურნალი, მენიუ-ფაქტურა და სხვა) ელექტრონულ სისტემაში, ყოველი სამუშაო დღის 12 საათამდე უზრუნველყოფს აღსაზრდელთა სახელობითი დასწრების შესახებ ინფორმაციის განთავსებას.
2. აღსაზრდელის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს, ხოლო, მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის მიერ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარუდგენლობა, ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერება ხდება ავტომატურად (მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18 საათიდან), რომელიც არ საჭიროებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას.
3. სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება იმ აღსაზრდელების ამორიცხვის შესახებ, რომელთაც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ, აღსაზრდელის მშობლის მოთხოვნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია დატოვებულ იქნეს ასეთი საჭიროების (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (ინკლუზია)) მქონე აღსაზრდელი, მომავალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე.
5. ამორიცხვისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, აღსაზრდელის ამორიცხვის თაობაზე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება (ბრძანება).
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. რეგისტრაციის შეჩერებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ხორციელდება რეგისტრაციის აღდგენა.
8. შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა წარმოებს არსებული ანკეტის გააქტიურებით, ხოლო, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, იმავე ან სხვა სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მისაღებად საჭიროა ახალი რეგისტრაცია, ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვის და ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
10. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:
ა) აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალება;
გ) სტიქიური უბედურება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია.
11. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი.
12. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი შესაბამისი რეკომენდაციის მიღების მიზნით, უფლებამოსილია, სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად გაიტანოს ამ მუხლის მე–11 პუნქტით განსაზღვრული გამოუცხადებლობის განსაკუთრებული შემთხვევის საპატიოდ მიჩნევა/არმიჩნევის საკითხი.
13. ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული ვადების გასვლამდე, საპატიო გაცდენის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარდგენის შემთხვევაში, არ ხდება რეგისტრაციის შეჩერება.