📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 30.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016476
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,960 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2015 მიღება
01.07.2015 ძალაში შესვლა
30.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №61 2015 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური  დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის  სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში - დეპერტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.    მუხლი 5🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვის უზრუნველყოფა; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა; გ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაზე ზრუნვა. მუხლი 7🔗 დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვა; ბ) პენიტენციურ დაწესებულებათა განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება; გ) პენიტენციურ დაწესებულებათა საჭიროებების განსაზღვრა და დაგეგმვა; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის, ექსტრადიციისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება; ე) პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოების, პენიტენციურ დაწესებულებათა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა; ვ) პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაცია; ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება; თ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კონსულტაციების შედეგად მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება; ი) უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება; კ) საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელება; ლ) სამინისტროს სისტემაში იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) სამინისტროს სისტემაში არსებული მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება და პენიტენციურ დაწესებულებათა უსაფრთხოების სამსახურების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმართვა; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარებების მართვა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების ძალების სპეციალური ინტერვენციების რაზმების გამოყენება; პ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების უზრუნველყოფა; ჟ) წვევამდელთა მიერ სამინისტროში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის ორგანიზება; რ) მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა; ტ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა; უ) პენიტენციური დაწესებულებების დღის განრიგის დამტკიცება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა; ფ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება; ქ) სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა; ღ) გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება; შ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა; ც) პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა ინდივიდუალური სამუშაო აღწერილობების შემუშავება; ძ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება; წ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; ჭ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 8🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) უსაფრთხოების მთავარი სამმართველო; ბ) გარე დაცვისა და  ბადრაგირების მთავარი სამმართველო; გ) სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო;  დ) სპეციალური აღრიცხვის სამმართველო; ე) სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო; ვ) პენიტენციური დეპარტამენტის შტაბი (სამმართველო). მუხლი 9🔗 1. უსაფრთოების მთავარი სამმართველო: ა) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოების დაცვას; ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმებს; გ)  საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს  და წარმართავს პენიტენციურ დაწესებულებათა უსაფრთხოების სამსახურების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვაში; ვ) მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებაში; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებაში; თ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანას; ი) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენას, აღკვეთას, პრევენციასა და უსაფრთხოების დაცვას; კ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პენიტენციური დაწესებულებების დღის განრიგის შემუშავებაში; ლ) შეიმუშავებს და ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმებს; მ) დახმარებას უწევს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში კომპეტენციის ფარგლებში; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლს; ო) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; ჟ) სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს  და ახდენს მათზე რეაგირება; ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2.  უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო; ა.ა) სამმართლებრივი რეჟიმის განყოფილება; ა.ბ) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება; ბ) ოპერატიული სამმართველო; ბ.ა) ოპერატიული განყოფილება; ბ.ბ) ოპერატიული აღრიცხვისა და ანალიზის  განყოფილება; გ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; გ.ა) ვიზუალური და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილება; გ.ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; მუხლი 10🔗 1. გარე დაცვისა და  ბადრაგირების მთავარი სამმართველო: ა) შეიმუშავებს და ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის, ექსტრადიციისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებებს; ბ) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებათა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების ღონისძიებებსა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში; დ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს; ე) იცავს სამინისტროს სისტემაში არსებულ მატერიალურ ფასეულობებს (მათ შორის, სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ობიექტებს), შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ტექნიკური უსაფრთხოების გეგმებს; ვ) ორგანიზებას უწევს სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლას; ზ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანას; თ) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენას, აღკვეთას, პრევენციასა და უსაფრთხოების დაცვას; ი) შეიმუშავებს და ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმებს; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნას; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2.  გარე დაცვისა და  ბადრაგირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) გარე დაცვის სამმართველო; ა.ა) ტექნიკური უზრუნველყოფისა და პირადი შემადგენლობის მომზადების განყოფილება; ა.ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება; ა.გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება; ა.დ) №1 განყოფილება; ა.ე) №2 განყოფილება; ა.ვ) №3 განყოფილება; ა.ზ) №4  განყოფილება; ა.თ) №5 განყოფილება; ა.ი) №6  განყოფილება; ა.კ) №7 განყოფილება; ა.ლ) №8 განყოფილება; ა.მ) №9  განყოფილება; ა.ნ) №10  განყოფილება; ა.ო) №11  განყოფილება; ა.პ) №12  განყოფილება; ა.ჟ) №13  განყოფილება; ა.რ) №14  განყოფილება; ა.ს) №15 განყოფილება; ა.ტ) №16 განყოფილება. ბ) საბადრაგო სამმართველო; ბ.ა) შტაბი (განყოფილება); ბ.ბ) სამორიგეო (განყოფილება); ბ.გ) კანცელარია (განყოფილება); ბ.დ) ექსტრადიციის განყოფილება; ბ.ე) თბილისის პირველი განყოფილება; ბ.ვ) თბილისის მეორე განყოფილება; ბ.ზ) თბილისის მესამე განყოფილება; ბ.თ) ქუთაისის განყოფილება; ბ.ი) ბათუმის განყოფილება. მუხლი 11🔗 1. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო: ა) მონაწილეობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის, ექსტრადიციისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებათა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების ღონისძიებებსა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში; დ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, იცავს სამინისტროს სისტემაში არსებულ მატერიალურ ფასეულობებს (მათ შორის, სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ობიექტებს), შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ტექნიკური უსაფრთხოების გეგმებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვაში; ზ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების  დაცვას; კ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დევნაში; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2.  სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბი (სამმართველო); ბ) №1 სამმართველო; გ) №2 სამმართველო; დ)№3 სამმართველო; ე) №4 სამმართველო; ვ) №5 სამმართველო; ზ) №6 სამმართველო. მუხლი 12🔗 1. სპეციალური აღრიცხვის სამმართველო: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) ამზადებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისა და გადაყვანისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების პროექტებს; გ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოებას, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავებასა და მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებაში; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; ზ) ახორციელებს შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზებას; თ) მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა. 2.  სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება; ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება. მუხლი 13🔗 სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებათა განვითარების პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში,  მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებათა საჭიროებების განსაზღვრასა და დაგეგმვაში; დ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაციას; ე) მონაწილეობს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კონსულტაციების შედეგად, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში; ვ) მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების პროცესში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; ი) განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების საქმიანობის პოლიტიკას; კ) შეიმუშავებს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაობისთვის ინსტრუმენტებსა და მეთოდოლოგიას; ლ) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრას და მათი საქმიანობის პროფესიულ ზედამხედველობასა და კოორდინაციას; მ) კონსულტაციებს უწევს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, აგრეთვე, მათ ახლო ნათესავებს; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; ო) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რისკ ჯგუფების გამოვლენას, მათი დაუცველობის, აგრეთვე, თვითდაზიანებისა  და სხვებისთვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით; პ) მსჯავრდებულების გათავისუფლების მომზადების პროცესში, უზრუნველყოფს მათი ოჯახში რეინტეგრაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციის მიზნით, დაწესებულების სოციალური განყოფილებებისათვის დახმარების გაწევას; ჟ) აწარმოებს იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზას, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებულნი არიან  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში; რ) აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ განსაკუთრებული პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას; ს) აწარმოებს მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას; ტ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი, შრომითი და სხვა საქმიანობის დაგეგმვას, მათ შესახებ პროექტების შემუშავებას და მათ განხორციელებას; უ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიიის მიმართულებებს, ხელს უწყობს პროექტების შემუშავებასა და მათ განხორციელებას; ფ) მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს და   ხელს უწყობს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში მსჯავრდებულთა საქმიანობას; ქ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე გეგმავს საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების საქმიანობას, ხელს უწყობს მათ შესახებ პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; ღ) კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ  სტატისტიკას; ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 14🔗 1. პენიტენციური დეპარტამენტის შტაბი (სამმართველო): ა) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს პენიტენციურ დაწესებულებათა მართვაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებათა საჭიროებების განსაზღვრასა და დაგეგმვაში; გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების ღონისძიებებსა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში; დ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში იარაღის აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფაში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებსა და პენიტენციურ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლასა და  გავრცელებას; ი) უზრუნველყოფს დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში  მიღებას, დამუშავებას, შეკრებას, გაანალიზებასა და შესაბამის რეაგირებას, ამასთან უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი პირებისა და ორგანოებისათვის მიწოდებას; კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულ მიწოდებას დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და დაწესებულებების  ხელმძღვანელთათვის; ლ) უზრუნველყოფს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმების მოქმედებაში მოყვანას; მ) ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, უწევს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას და უზრუნველყოფს ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას;  ნ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მოსამსახურეებთან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების და სხვა დაინტერესებული პირების შეხვედრებს; ო) კომპეტენციის ფარგლებში,  კონსულტაციას უწევს მოქალაქეებს; პ) ახორციელებს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველოს) შემადგენლობაშია: ა) სამორიგეო განყოფილება; ბ) საიარაღო განყოფილება; გ) საორგანიზაციო განყოფილება; დ)  საზოგადოებრივი მისაღები (განყოფილება). თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 15🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის  მოადგილის წინაშე; 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) აძლევს მითითებებსა და დავალებებს დეპარტამენტის მთავარ სამმართველოებსა და სამმართველოებს; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის; დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოებს შორის; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ წახალისების შესახებ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; თ) წარადგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. კ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახდენს მათ ვიზირებას; ლ) ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის დირექტორი დეპარტამენტთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან ქმნის გაძლიერებული დაცვის ჯგუფებს; მ) განსაზღვრავს იმ დაწესებულების ტიპს და კონკრეტულ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი. გამოსცემს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი დაწესეულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანებას; ნ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს და ამოწმებს მათ შესრულებას; ო) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას; პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ამ დებულების დანართით განსაზღვრულ მოსამსახურეებს; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 16🔗 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მინისტრის მიერ, დანიშვნის ბრძანებით. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეული დავალებებს და მითითებებს; 4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 17🔗 1. დეპარტამენტში მუშაობენ სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, გარდა ამ დებულების დანართით განსაზღვრული მოსამსახურეებისა  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. დანართი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურეთა თანამდებობების ნუსხა, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი 1. პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დაცვის განყოფილების მებრძოლი; 2. პენიტენციური დეპარტამენტის ასეულის მეთაური; 3. პენიტენციური დეპარტამენტის ასეულის მეთაურის მოადგილე; 4. პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი ინსპქტორი; 5. პენიტენციური დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს ოცეულის მეთაური; 6. პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი (დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე); 7. პენიტენციური დეპარტამენტის მებრძოლი; 8. პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს ოცეულის მეთაური; 9. პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი მორიგე ინსპექტორი; 10. პენიტენციური დეპარტამენტის  უფროსი ინსპექტორი; 11. პენიტენციური დეპარტამენტის გუშაგთა ცვლის უფროსი; 12. პენიტენციური დეპარტამენტის გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე; 13. პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი სოციალური მუშაკი; 14. პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში); 15. პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში); 16. პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი (საბრძოლო მომზადების დარგში); 17. პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 18. პენიტენციური დეპარტამენტის ინსპექტორი; 19. პენიტენციური დეპარტამენტის ინსპექტორი (საიჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში); 20. პენიტენციური დეპარტამენტის ინსპექტორი (ექიმი); 21. პენიტენციური დეპარტამენტის ინსპექტორი (მორიგე); 22. პენიტენციური დეპარტამენტის ინსპექტორი (გუშაგი); 23. პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური მუშაკი; 24. პენიტენციური დეპარტამენტის ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე); 25. პენიტენციური დეპარტამენტის ინსპექტორი (საწყობის გამგე); 26. პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს ინსპექტორი; 27. პენიტენციური დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი (მორიგე); 28. პენიტენციური დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი; 29. პენიტენციური დეპარტამენტის ოცეულის მეთაურის მოადგილე; 30. პენიტენციური დეპარტამენტის ყარაული; 31. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე; 32. პენიტენციური დაწესებულების განყოფილების უფროსი; 33. პენიტენციური დაწესებულების განყოფილების უფროსი (კანცელარიის უფროსი); 34. პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების უფროსი; 35. პენიტენციური დაწესებულების პატიმრობის განყოფილების უფროსი; 36. პენიტენციური დაწესებულების ნახევრად ღია და დახურული ტიპის განყოფილების უფროსი; 37. პენიტენციური დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის განყოფილების უფროსი; 38. პენიტენციური დაწესებულების დახურული ტიპის განყოფილების უფროსი; 39.  პენიტენციური დაწესებულების მთავარი ინსპექტორი; 40. პენიტენციური დაწესებულების უფროსი ინსპექტორი; 41. პენიტენციური დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე); 42. პენიტენციური დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (კონტროლის ინსპექტორი); 43. პენიტენციური დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (იურისტი); 44. პენიტენციური დაწესებულების უფროსი საზოგადოებრივი კონსულტანტი; 45. პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი; 46. პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი; 47. პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი (ფსიქოლოგი); 48. პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი (ოპერატიული მორიგის თანაშემწე); 49. პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი (სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის დარგში); 50. პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი (კონტროლიორი); 51. პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი (ბუღალტერი); 52. პენიტენციური დაწესებულების საზოგადოებრივი კონსულტანტი; 53. პენიტენციური დაწესებულების წამყვანი სპეციალისტი (საწყობის გამგე); 54. პენიტენციური დაწესებულების სპეციალისტი (სასადილოს გამგე); 55. პენიტენციური დაწესებულების სპეციალისტი (არქივარიუსი); 56. პენიტენციური დაწესებულების სპეციალისტი (ბიბლიოთეკის გამგე); 57. პენიტენციური დაწესებულების დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკური მუშაკი).