📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 5 აქტს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2015
ძალის დაკარგვა 02.10.2018
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი საქართველო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,014 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2015 მიღება
02.10.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 5 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2015 წლის 30 ივნისი        ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 120-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, პირობით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, პირობის გარეშე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემისას, პირობიან (პირობების გარეშე)  საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, აუქციონში გამარჯვებულზე გასაცემი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მუხლი 6🔗 დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი: ა) ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2015 წლის 27 მარტის №13 დადგენილება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge,  27/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016214); ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №38 დადგენილება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge,  15/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.112.016008); გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №41 დადგენილება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge,  05/11/2010,  სარეგისტრაციო კოდი:  040110030.35.112.016011); დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №40 დადგენილება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge,  05/11/2010, სარეგისტრაციო კოდი:  040090000.35.112.016010); ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის N46 დადგენილება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge  26/11/2010  სარეგისტრაციო კოდი  040090000.35.112.016016. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე დანართი №1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №  „––––––“ „–––––––––––––––––––“ 20   წ . ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი (რიცხვი, თვე, წელი) 1. ეს ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ   ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  ( ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან ) ქონების საწყისი ფასი -------------------------------------------------- (-------------------------------)                                                               ციფრები                                           სიტყვიერად  შემდგომში პრივატიზების მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 201-- წლის „ -------“ „ ------------------------“ მოწყობილ აუქციონზე ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას  საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის,   საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის  დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის №28  დადგენილების მოთხოვნებისა და მონაწილის  მიერ შემოთავაზებული ფასის --------------------- (-----------------------------------------) ლარი                   ციფრებით              სიტყვიერად საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------     (შემდგომში – ქონება) (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების უფლებრივად დატვირთვის თაობაზე) 2. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა)     ––––––––––––––––––––– (––––––––––––––––––––––––) ლარი     (ციფრით)                                  (სიტყვიერად) გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. მყიდველს გადახდილი  ბე ეთვლება ანგარიშწორებისას. 4. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები: ა)--------------------------------------------------------------------- ბ) ------------------------------------------------------------------- გ)---------------------------------------------------------------------- დ) და. ა.შ 5. მყიდველს, მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 6.  გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 7. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში–დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს. 8. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საბოლოო თანხის ამავე აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის მიერ აუქციონის შედეგი განიხილება გაუქმების საფუძვლად და გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე არ უბრუნდება. 9.  ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად. 10. ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 11. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 12. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 13. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და, სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს ამ ოქმს. 14.  ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიის თავმჯდომარე     / -------------------------- /        /-------------------------/                                                სახელი, გვარი                         ხელმოწერა აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)      / ------------------------/             / --------------------/                                                                                  სახელი, გვარი                        ხელმოწერა ----------------------------------------- ბეჭდის ადგილი                                                                                                                        დანართი №2 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № „––––––“ „–––––––––––––––––––“ 20   წ . ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი (რიცხვი, თვე, წელი) 1. ეს ოქმი გაიცა ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ   -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  ( ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან ) ქონების საწყისი ფასი  -------------------------------------------------- (-------------------------------)             ციფრები                                           სიტყვიერად  შემდგომში პრივატიზების მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 201-- წლის „ -------“ „ ------------------------“ მოწყობილ აუქციონზე ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით  გადაცემისასб  საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის,  საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი  მოწმობის ფორმის  დამტკიცების შესახებ“  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის №28  დადგენილების მოთხოვნებისა და მონაწილის  მიერ შემოთავაზებული ფასის                          --------------------- (-----------------------------------------) ლარი                           ციფრებით                       სიტყვიერად საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საკუთრებაში გადაეცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – ქონება) (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია  ქონების უფლებრივად დატვირთვის თაობაზე)ю 2. მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული პირი) ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს  ხელშეკრულების გაფორმებიდან  30  კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე –-------------------------------------------------------------- 3. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშწორებისას. 4. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. 5. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას,  აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება  ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 8. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 10. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს. . 11. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების  დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიის თავმჯდომარე      / -------------------------- /                      /-------------------------/          სახელი, გვარი                                    ხელმოწერა აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)      / -------------------------- /                    / --------------------/        სახელი, გვარი                                     ხელმოწერა ----------------------------------------- ბეჭდის ადგილი დანართი №3 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემისას  პირობიან (პირობის გარეშე) საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №  „––––––“ „–––––––––––––––––––“ 20   წ . ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი (რიცხვი, თვე, წელი) 1. ეს ოქმი გაიცა ----------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)  მასზედ, რომ   ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო რესტრიდან ან/და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან) ქონების საწყისი (იჯარის, აღნაგობის, უზუფრუქტის და სხვა) ფასი   -------------------------(----------------------------------------------) ლარი                                                                                        ციფრებით                                  სიტყვიერად   შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო კომისიის მიერ 201 -- წლის „–––––“ --------------------------- მოწყობილ აუქციონზე ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას  საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის,   საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის  დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015 წლის 30 ივნისის N28  დადგენილების მოთხოვნებისა და   მონაწილის მიერ მიერ შემოთავაზებული ფასის -------------------------- (-------------------------------------------) ლარი                   ციფრებით                                     სიტყვიერად საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მოსარგებლე) და მას სარგებლობაში გადაეცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, --------------------------------------------------------------------------------------------------- შემდგომში ქონება--------------------------- ვადით. 2. მოსარგებლე ვალდებულია: სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს მასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე:_________________________ 3. აუქციონში გამარჯვებულს (მოსარგებლეს) გადახდილი საბანკო გარანტია/ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 4. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები (პირობიანი აუქციონის შემთხვევაში): ა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ბ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------- გ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------- დ) და ა.შ. 5. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 6. მესაკუთრის მიერ, მოსარგებლესთან სარგებლობის უფლების  ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ოქმის მოქმედების პერიოდში,  მოსარგებლემ შესაძლებელია ქონება გადასცეს სხვა მოსარგებლეს  მხოლოდ მესაკუთრის წერილობითი თანხმობით. მოსარგებლე ვალდებულია  ქონება ახალ მოსარგებლეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. 7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება მესაკუთრის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 8. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების (პირობების) შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარგებლე იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება პირობების დარღვევის გამოსწორების ვადა და/ან პირგასამტეხლოს ოდენობა: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში,  დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს (პირობიანი აუქციონის შემთხვევაში). 9. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მესაკუთრის  მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (სარგებლობის უფლების) გაუქმების საფუძვლად. 10. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 11. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად.  ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 12. აუქციონში გამარჯვებული მოსარგებლე ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს. 13. ოქმს, რომელიც მესაკუთრესთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიის თავმჯდომარე  / -------------------------- /--------------------------------------/   ხელმოწერა                              სახელი,  გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მოსარგებლე) /---------------------- / ------------------/    ხელმოწერა          სახელი, გვარი ---------------------------------- ბეჭდის ადგილი დანართი №4 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა საქართველო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ს ა კ უ თ რ ე ბ ი ს    მ ო წ მ ო ბ ა  № ეძლევა........................................................................................................................................... ( მესაკუთრე და მისამართი ) ......................................................................................................................................................... მასზედ, რომ გადაეცა საკუთრებაში.......................................................................................... ( ქონების დასახელება და მისამართი ) ............................................................................................................................................................ ......................................................................................................................................................... საკადასტრო კოდი....................................................მიწის ფართობი........................................................ კატეგორია...................................................................................................................................... მოძრავი ნივთი....................................................................................................................................... შენობა-ნაგებობის ფართი........................................................................................................................... აუქციონის ოქმი № ...... და თარიღი................................................................................................ მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს,  ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, ხელშეკრულებასთან და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გაცემულია 201.... წლის ...........  ......................... (რიცხვი )    ( თვე ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი      /---------------- / ---------------------------------/     ხელმოწერა            სახელი, გვარი.