„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.112.016227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2015 წლის 30 ივნისი

       ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №35 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www. matsne.gov.ge, 03.10.2014, სარეგისტრაციო კოდი:  010260050.35.112.016190) შეტანილ იქნეს ცვლილება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის:
ა) პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების,ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარით.“.

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საკრებულოს წევრს პირველ მუხლში აღნიშნული თითოეული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის შეიძლება დაუკავდეს ანაზღაურება შემდეგი ოდენობით:

ა. საკრებულოს გეგმური სხდომის გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ. საკრებულოს კომისიის გეგმიური სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი;

გ. საკრებულოს ფრაქციის გეგმიური სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი;

დ. ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი;

ე. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ამომრჩეველთა მიღების დღის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე