თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/8768-11 (სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8768-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/8768-11 

 

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

რედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

მოვალე – სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე

წარმომადგენელი – ლევან ქევხიშვილი

მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის წარმომადგენლის ლევან ქევხიშვილის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გაკოტრების საქმის წარმოება მოვალე სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის წარმომადგენელმა ლევან ქევხიშვილმა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე.

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1) სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორული მოთხოვნის 2015 წლის 26 ივნისის მდგომარეობით – 1 931 220,79 ლარის მეორე რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარება და მისი სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად ასახვა; 2) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2015 წლის 6 ივლისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1) სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორული მოთხოვნის 2015 წლის 26 ივნისის მდგომარეობით – 1 931 220,79 ლარის მეორე რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარება და მისი სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად ასახვა;

2) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.      

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                              თამარ ჭუნიაშვილი