„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №81 |
|
2015 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/03/2014, 040030000.22.027.016522) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ფუნქციები 1. ცენტრის მიზნებია: ა) საქართველოში დანაშაულის პრევენცია; ბ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია; გ) მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ცენტრის ფუნქციებია: ა) დანაშაულის პირველად პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობა; ბ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა; გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია; დ) განრიდების პროგრამის მართვა და განვითარება; ე) მედიაციის, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტის, ინსტიტუციონალური განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და ინოვაციური პროექტების განხორციელება. 3. ცენტრს თავისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლია დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“.
2. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შინაგანაწესის შემუშავებას;“.
3. დებულებას დაემატოს შემდგი შინაარსის 121 მუხლი: ,,მუხლი 121. მრჩეველი შიდა კონტროლის საკითხებში ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვისა და საქმიანობის კანონიერების კონტროლს ახორციელებს მრჩეველი შიდა კონტროლის საკითხებში, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება ცენტრის დირექტორს.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|