„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
040170050.57.069.016064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №10

2015 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

 

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“ (www.matsne.gov.ge, 11.02.2011, 040170050.21.014.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისათვის. სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო);“.

 

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში

1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი რეგისტრირდება CMR-ში ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია ატვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასახოს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია და მიანიჭოს ხელშეკრულებას შესაბამისი სტატუსი („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).

2. ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომლის შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას CMR-ში განათავსებს არაუგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა.

3. თუ გეგმის ჯამური სავარაუდო ღირებულება გაიზრდება ერთი საფინანსო წლის განმავლობაში და შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია CMR-ში დაარეგისტრიროს  ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, აღნიშნული გარემოების დადგომამდე დადებული ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების ასლები). იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება დადგება საფინანსო წლის IV კვარტალში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთ ინფორმაციას არეგისტრირებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.

4. კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულება, ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემის შესაბამის ველში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია ატვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასახოს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია და მიანიჭოს ხელშეკრულებას შესაბამისი სტატუსი („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).

5. კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ სააგენტოსათვის ანგარიშის წარდგენის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში ტვირთავს საკონკურსო/სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, კონკურსთან, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან ან/და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და კონკურსში/ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს. სისტემაში მითითებული დოკუმენტები იტვირთება საკონკურსო/სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმთან ერთად, მისი ხელმოწერისთანავე.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების წესი არ ვრცელდება კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. კანონის ამ ნორმის შესაბამისად ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს სისტემის მეშვეობით წარუდგენს ამ შესყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმავე ენაზე, რა ენაზეც წარმოებდა პროცედურა შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში.

7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.“.

 

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. 2015 წლის 1 ივლისამდე სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება მიმდინარეობს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე