„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №11 |
|
2015 წლის 2 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არსებობს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობა. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის/კონკურსისთვის სტატუსის „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით. გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა ან წილის 100%-იან მმართველთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წერილობით უთანხმებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარეს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებლის ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა ან წილის 100%-იანი მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით;“; ბ) მე-9 მუხლის: ბ.ა) „ი1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „კ) მითითებას ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების შესახებ.“; ბ.გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, არ გაითვალისწინოს სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, რაც უნდა დასაბუთდეს.“; გ) მე-11 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების შესახებ მითითების არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით (ინვოისით) ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. შემსყიდველმა ორგანიზაციამ წინასწარ, მკაფიოდ უნდა განსაზღვროს სატენდერო დოკუმენტაციაში, თუ რა სახის დოკუმენტაციით უნდა დაასაბუთოს პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება ამ წესის მე-12 მუხლის მე-11–მე-14 პუნქტებით განსაზღვრული წესები.“;
დ) მე-12 მუხლის: დ.ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ ტენდერისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში. დაუშვებელია დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტება.“; დ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტება დასაშვებია: ა) ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად – თუ დაზუსტებას აგრეთვე საჭიროებს ტექნიკური დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ბ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) ან/და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისათვის დგინდება არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დადებისათვის განსაზღვრულ ვადაში.“; დ.გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისობა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან უნდა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენლობა ან შეუსაბამობა სატენდერო განცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან ან/და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.“; დ.დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს მათი წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში.“; ე) მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ ან „კონკურსი შეწყვეტილია“ მინიჭების შემდეგ, პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“; ვ) 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ; გ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო; დ) შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან დადებული შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყვეტის თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) ტენდერის განხორციელების შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერი, გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი (2015 წლის 1 ივლისის შემდეგ გამოცხადებული კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერი); გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები; ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“;
ზ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადების განსაკუთრებული შემთხვევა 1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უნდა აიტვირთოს სისტემაში სატენდერო განცხადების შესაბამის ველში.“; 2. ბრძანების დანართი №2 შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დებულებებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, აგრეთვე პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. |
|