⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.10.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2015
ძალის დაკარგვა 06.10.2015
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016172
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,152 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2015 მიღება
06.10.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
გეოგრაფიული ობიექტები
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეული: ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ან/და ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, სხვა ტერიტორიული ერთეული: მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, მოედანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, პანთეონი, სასაფლაო, შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო სისტემის ობიექტები
მუხლი 2
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა
არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე ობიექტის სახელდება, აგრეთვე სახელდებული ობიექტებისთვის სახელწოდების გადარქმევა
მუხლი 2
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება
ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და მუნიციპალიტეტის ტრადიციების მიხედვით
მუხლი 2
სატრანსპორტო სისტემის ობიექტი
მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური ან გაჩერება
მუხლი 2
სახელდება
წინამდებარე წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
მუხლი 2
დუბლირება
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთი ტიპოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის იდენტური სახელდება
მუხლი 2
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე
პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №28 2015 წლის 3 ივლისი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების  შესაბამისად,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №8 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 – „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“. მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ’’ საქართველოს კანონის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს. 2. წინამდებარე წესის მიღების მიზანია ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების დადგენა და ნორმალიზება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ობიექტები – ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეული: ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ან/და ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, სხვა ტერიტორიული ერთეული: მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, მოედანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, პანთეონი, სასაფლაო, შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო სისტემის ობიექტები; ბ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა – არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე ობიექტის სახელდება, აგრეთვე სახელდებული ობიექტებისთვის სახელწოდების გადარქმევა; გ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და მუნიციპალიტეტის ტრადიციების მიხედვით; დ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური ან გაჩერება; ე) სახელდება – წინამდებარე წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა); ვ) დუბლირება – ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთი ტიპოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის იდენტური სახელდება; ზ) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში; მუხლი 3🔗. სახელდების პრინციპები 1. ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია: ა) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; ბ) ქვეყნის და ვანის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებების ასახვა, მემკვიდრეობითობა; გ) ისტორიული ტოპონიმების მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს; დ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქ გეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა; ე) მაქსიმალური ინფორმირებულობა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების ხელშეწყობა; ვ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა; ზ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე; ვ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს; თ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. 2. რელიგიურ დღესასწაულებთან და სასულიერო მოღვაწეებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება შესაბამის კონფესიებთან. მუხლი 4🔗. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება 1. სახელწოდებები ენიჭება: ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს; ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს. 2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას (მაგ.: კორნელი კეკელიძის ქუჩა), მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს (მაგ.: 26 მაისის ქუჩა), ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს (მაგ.: თავისუფლების მოედანი), მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის (მაგ.: იმერეთის ქუჩა) დასახელებას და სხვა. 3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან. 4. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. 5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე არასახელმწიფო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში არასახელმწიფო ენაზე მითითებული სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ანბანით). 6. დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე რეგიონის ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს და რეგიონის ტოპონიმობრივ სტრუქტურას. 7. გეოგრაფიულ ობიექტს შეიძლება დაერქვას მისი პირველად აღმომჩენის, დამაარსებლის და შემსწავლელ-ამთვისებლის სახელი. 8. გეოგრაფიული ობიექტისთვის თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით. მუხლი 5🔗. გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) 1. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) მუნიციპალიტეტში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს; ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია; გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება; დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას; ე) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა; ვ) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები; ზ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ - კულტურული მნიშვნელობა გააჩნია; თ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან კატეგორია; ი) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი მშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლას ან გაუქმების აუცილებლობას; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება. მუხლი 6🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები 1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის გადაწყვეტილებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და აქვს განსაკუთრებული წვლილი შეტანილი ქვეყნის განვითარებაში. 2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებულ სახელდებისას მათი სახელები და გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ.: სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, , „გალაკტიონი“, „ტიციანი“). 3. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირების ინიციალების გამოყენება (მაგ.: „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“). 4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობითი რიცხვითი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ. ,,მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”). 5. თუ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანამიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ.: ,,მეფე დემეტრე თავდადებული’’). 6. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ: „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ.: ,,9 აპრილის ქუჩა’’). 7. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, თუ გასასვლელი (მაგ: ახვლედიანის ქუჩის II ჩიხი), ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხს, შესახვევსა და გასასვლელსაც. 8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურ ენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები. 10. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ, შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას. 11. გეოგრაფიული ობიექტების არსებულ სახელწოდებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და ნორმალიზებისთვის გამოიყენება ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური, წერილობითი, საისტორიო და სხვა ლიტერატურა. 12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტში ჩამოთვლილი წყაროები არ იძლევა საჭირო ცნობებს, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა გამოვლენა და დადგენა უნდა მოხდეს ადგილობრივ მცხოვრებთა, მხარეთმცოდნეთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა გამოკითხვის მეშვეობით. მუხლი 7🔗. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებაზე ინიციირება 1. ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წერილობითი სახით წარედგინება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 2. ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია: ა) ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია; გ) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ე) ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეთა გაერთიანება. ამ შემთხვევაში წერილობით განცხადებას ხელს უნდა აწერდეს არანაკლებ 50 ადამიანი. 3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოსб განცხადების ავტორის აზრითб თუ რომელ გეოგრაფიულ ობიექტს რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს. 4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება (არამარტო სახელწოდების, არამედ მისი კავშირი კონკრეტულ გეოგრაფიულ ობიექტთან); ბ) ობიექტის აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა); გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის შესახებ; დ) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, საერთო კრების გადაწყვეტილება და ა.შ.) 5. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია კონკრეტული ინიციატივის შემთხვევაში უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია (საკადასტრო მონაცემები, არსებობის შემთხვევაში; ორთოფოტო; იმ პირთა ხელმოწერები, ვისაც შესაძლოა შეეხოს საკრებულოს გადაწყვეტილება). მუხლი 8🔗. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის მომზადება 1. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ ინიციატივას შეისწავლის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე. 3. საკრებულოს კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში. 4. საკრებულოს კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და  საკრებულოს კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საფუძველზე, საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით, მოიწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. საკრებულოს კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში. 6. საკრებულოს კომისიის დასკვნა წარედგინება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. 7. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ინიციატივის ავტორს ეცნობება სახელდების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წერილით. 8. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია). 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი; გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით; დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაციაю 10. ქალაქში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას, სამთავრობო კომისიისთვის მიმართვას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად, უნდა დაერთოს: ა) პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივანის სახელდებისას – სიტუაციური რუკა (ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელსაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში; ბ)  მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, პანთეონის, სასაფლაოს, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისას – რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაშიю მუხლი 9🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს, იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ამის შესახებ სახელდების ინიციატივის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით. 2. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი (სახელდების შესახებ წერილობითი განცხადების ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი, საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი და სამთავრობო კომისიის თანხმობა) წარედგინება საკრებულოს ბიუროს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შეტანასთან დაკავშირებით. 3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას (განკარგულებას) იღებს საკრებულო, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება რეაგირებისათვის ეგზავნება ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელიც საკრებულოს განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.) 5. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება, ორთოფოტოსთან ან/და ამ წესის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად,   მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულებები 1. ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, მათ სახელწოდებათა დაცვასა და მართებულად გამოყენებას „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აკონტროლებს სამთავრობო კომისია. 2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.