საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 03.07.2015
ძალის დაკარგვა 04.05.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ლაგოდეხის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლები | სოფელი ნინიგორი |
| ქ.ლაგოდეხი | 26 მაისის ქუჩა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2015 წლის 3 ივლისი
ქ. ლაგოდეხი
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლისა და 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა და, შესაბამისად, არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, 2016 წლის 15 იანვრამდე.
2. განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე
დანართი №1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა
ლაგოდეხის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლები
სოფელი ნინიგორი
სოფელი გურგენიანი
სოფელი გელათი
სოფელი ცოდნისკარი
სოფელი ჩადუნიანი
სოფელი ვარდისუბანი
სოფელი ულიანოვკა
სოფელი ჰერეთისკარი
სოფელი საქობო
სოფელი მშვიდობიანი
სოფელ კართუბნის შიდა უბნები
სოფელი მსხალგორი
სოფელ კაბლის შიდა უბნები
სოფელი პატარა გორი
სოფელი ფონა-ხეჩილი
სოფელი თელა
სოფელი თამარიანი
სოფელი არეშფერანი
სოფელი გიორგეთი
სოფელი ლელიანი
შენიშვნა: დადგენილების პირველი პუნქტი არ გავრცელდება დანართი №1-ით განსაზღვრულ სოფლებზე გამავალ ხელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე (ცენტრალურ მაგისტრალებზე).
დანართი №2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას
ქ.ლაგოდეხი
26 მაისის ქუჩა
ქიზიყის ქუჩა
მ. კოსტავას ქუჩა
წმ.ნინოს ქუჩა
თამარ მეფის ქუჩა ვაშლოვანის ქუჩის გადაკვეთამდე
ქ. ლაგოდეხის ცენტრალური სკვერის მიმდებარე ტერიტორია
ჯიმშერ მაისურაძის სკვერისა და მიმდებარედ არსებული ტერიტორია
სტადიონი ,,რანისა“ და მის მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორია
ტყე-პარკის ტერიტორია
ზაქათლის ქუჩა(გარდა საქონლის გადასარეკი მონაკვეთებისა)