ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.07.2015
ძალის დაკარგვა 29.01.2016
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016216
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 07.07.2011
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2015 წლის 3 ივლისი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61- ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის მე-13 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხებისა, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი“, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივლისის №11 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე
დანართი 1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქუჩების, მოედნების, პარკებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე ქუჩების, მოედნების, პარკებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე.
2. წესის მიზანია გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ამ სფეროში წესრიგის დამყარებისათვის ხელშეწყობა.
თავი II. ქუჩების, მოედნების, პარკებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 2🔗
1. ქუჩის, მოედნის, პარკისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტის (შემდგომში – გეოგრაფიული ობიექტის) სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს, ცალკეულ ღირებულებებსა თუ ფასეულობებს, მნიშვნელოვან ფაქტს, მოვლენას და სხვა.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის ფასეულობიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან,
4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგალითად: „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).
5. გამოჩენილ პირთან დაკავშირებულ სახელდებისას, მისი სახელ-გვარი ან ზედწოდება უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ.: სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“).
6. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგალითად: „მეფე დემეტრე თავდადებულის ქუჩა“).
7. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ: „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ.: „26 მაისის ქუჩა“).
8. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ.: „დიდგორის ქუჩის II ჩიხი“). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც.
9. გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
10. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა, სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე უცხო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში, უცხო ენაზე მითითებული გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ზომის ანბანით).
11. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗
1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და აქვს განსაკუთრებული წვლილი შეტანილი ქვეყნის განვითარებაში.
2. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას ისეთი სახელების გამოყენება,რომლებიც:
ა) აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშიბის მიხედვით;
ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.
3. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგალითად: „დ. აღმაშენებელი“).
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ერთსა და იმავე დასახელებულ პუნქტში არსებულ ორ ან რამდენიმე ქუჩას, მოედანს, პარკს, გეოგრაფიულ ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება.
მუხლი 4🔗
1. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივა წარედგინება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. (შემდგომში – საკრებულო).
2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ბ) საკრებულოს წევრი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
დ) დაინტერესებული ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი და იურიდიული პირი.
3. საკრებულოში წარდგენილ ინიციატივაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ავტორის აზრით, თუ რომელ გეოგრაფიულ ობიექტს რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს, მიმართვა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას და მოტივაციას;
ბ) გეოგრაფიული ობიექტის აღწერა (ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა).
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საფუძველი შეიძლება იყოს ქუჩების, მოედნების, პარკის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტის არსებული სახელწოდების შეცვლა (გადარქმევა). ახალი ქუჩის, მოედნის, პარკის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელწოდების მინიჭება ან უსახელო ქუჩისა და მოედნისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელწოდების მინიჭება.
მუხლი 5🔗
1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით ინიციატივას შეისწავლის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას.
3. საკრებულოს კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს კომისიის სხდომაზე, ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა, ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე, საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6🔗
1. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ და კომისიაში შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების, ასევე საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით, მოიწვევს კომისიის თავმჯდომარე.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის ავტორი საკრებულოს კომისიაა.
3. საკრებულოს კომისიიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
მუხლი 7🔗
1. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის (ქუჩის ან მოედნისათვის მიმართვაში მითითებული სახელწოდების მინიჭების მიზანშეუწონლობის) შესახებ, ინიციატივის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
2. საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გეოგრაფიული ობიექტის შესახებ მიმართვას შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მომქმედ სამთავრობო კომისიას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს:
ა) საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი;
გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;
დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.
4. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით იღებს შესაბამის განკარგულებას. საკრებულო ვალდებულია განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება რეაგირებისათვის ეგზავნება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს,რომელიც სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას(აბრების, ცნობარების და სხვა დამზადება,კორექტირება,გავრცელება და სხვა).
6. გეოგრაფიული ობიექტის,რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ წერილობით აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
7. საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს.
8. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ინიციატივის ავტორს (გარდა საკრებულოს წევრისა) ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
თავი III. გარდამავალი დებულებები
მუხლი 8🔗
ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.
2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
3. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
4. შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
5. ინდექსი – რიცხვით ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით.
მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანოები
გადაწყვეტილებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ, მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტის გათვალისწინებით, გამგებლის წარდგინებით, იღებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 4🔗. ნუმერაციის მოთხოვნა
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 5🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის საფუძველი
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ.
მუხლი 7🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების ნუმერაციის წესი
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე – არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი
1. განცხადებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოსთვის დასამტკიცებლად.
2. საკრებულოს აპარატი ვალდებულია განკარგულება ნუმერაციის მინიჭების თაობაზე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.