თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2015
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2015
matsne.gov.ge 3,959 სიტყვა · ~20 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (23)
პრივატიზება
თიღვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად
მუხლი 2
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თიღვის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი
მუხლი 2
პრივატიზაციის გეგმა
მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის, პირობების გარეშე ან პირობებიანი აუქციონის, აუქციონის შედეგად მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ
მუხლი 2
აუქციონი
(პირობები ან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, ვადა გაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) – აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და სხვ.) პრივატიზების საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე
მუხლი 2
პირობების გარეშე აუქციონი
აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს
მუხლი 2
პირობებიანი აუქციონი
აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს
მუხლი 2
ვადაგაგრძელებული აუქციონი
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, თიღვის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ
მუხლი 2
განმეორებითი აუქციონი
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, თიღვის  მუნიციპალიტეტმა  მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ
მუხლი 2
აუქციონატორი
თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ან  თიღვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი) , რომლის მეშვეობითაც ხორციელდება  თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის, საკრებულოს მიერ დადგენილი ფასით და პირობებით აუქციონის გზით რეალიზაცია, აუქციონატორი აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს როგორც აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების მესაკუთრე
მუხლი 2
აუქციონის გამოცხადება
წარმოადგენს აუქციონატორის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ მოწვევას ოფერტზე (აუქციონზე)
მუხლი 2
მომხმარებელი
აუქციონატორის ვებგვერდზე (www.eauction.ge) დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება)
მუხლი 2
განაცხადი
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის ჩატარების წესსა და აუქციონის პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საწყისი საპრივატიზებო საფასური და სხვა ინფორმაცია
მუხლი 2
საბანკო გარანტია
საბანკო გარანტია უზრუნველყოფს აუქციონის მონაწილის მიერ აუქციონატორის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წერილობითი ფორმით
მუხლი 2
აუქციონის მონაწილე
პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი.
მუხლი 2
აუქციონში გამარჯვებული
პირი, რომელიც აუქციონის პროცესში გამოვლინდება გამარჯვებულად, რომელზეც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
მუხლი 2
საწყისი საპრივატიზებო საფასური
დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით დადგენილ საბაზრო ფასზე არანაკლები ოდენობით განსაზღვრული თანხის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციის დასაწყებად, შემდგომი ვაჭრობისთვის
მუხლი 2
სრული საპრივატიზებო საფასური
აუქციონის პროცესში დაფიქსირებული აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ.
მუხლი 2
სააუქციონო კონკურენცია
აუქციონის განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად
მუხლი 2
ბიჯი
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას
მუხლი 2
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში
ოქმი) – ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც გამოიცემა სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგები, პრივატიზაციის ძირითადი პირობები, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და აუქციონატორი (მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე)
მუხლი 2
ხელშეკრულება
ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და შეიცავს ლოტის პრივატიზაციის პირობებს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ქონების შეძენის სხვა პირობებს
მუხლი 2
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სრული საპრივატიზებო საფასურის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც ქონების შემძენისათვის პრივატიზებული ქონების საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.
მუხლი 2
ბილინგის სისტემით გადახდა
ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც (www.eauction.ge) ვებგვერდზე განთავსებული გადახდის ფორმის – ინვოისის შესაბამისად ხორციელდება თანხის შესაბამისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ ასახვას აუქციონატორის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში).
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.12.2014 ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 02.03.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 96% 09.08.2018 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.04.2021 ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.01.2015

დოკუმენტის ტექსტი

თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2015 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, თიღვის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების  წესი თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე დანართი №1 თიღვის  მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თიღვის  მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს. 2. თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი (გარდა თიღვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას – კანონით განსაზღვრული პირი. 3. თიღვის მუნიციპალიტეტი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თიღვის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად. 4. აუქციონის ფორმაა ელექტრონული აუქციონი. აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს პირობების გარეშე ან პირობებით. 5. თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს აუქციონის გამარჯვებულს, რომელიც სააუქციონო კონკურენციისას აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს (პირობის გარეშე აუქციონი), ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მონაწილეს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.  აუქციონატორი ქონების პრივატიზებისას მოქმედებს როგორც აუქციონზე გატანილი ქონების მესაკუთრე. 6. აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-6 თავის შესაბამისად, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი ფასის ოდენობით. 7. ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის შეფასებას, აუდიტორული მომსახურების შესყიდვის პირობებს, მომსახურების პაკეტს ადგენს და დაკვეთას უზრუნველყოფს აუქციონატორი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის პროექტს ამზადებს აუქციონატორი და წარუდგენს თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 9. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის  წარდგინებით,  თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას, პრივატიზაციის გეგმას, საწყისი ფასისა და ბიჯის ოდენობას, აუქციონის ფორმას და სხვა სააუქციონო პირობებს. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის  წარდგინებით საკრებულო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება/ცვლილებები საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. აღნიშნული ცვლილება/ცვლილებები წარმოადგენს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის განუყოფელ ნაწილს. 10. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. 11. თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების განხორციელებისას აუქციონატორი უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, შეადგინოს ან/და გასცეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. წერილობითი ფორმით და ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია აუქციონატორის ოფიციალური ვებგვერდის – www.eauction.ge  მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე. 12. თიღვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შემოსული თანხების (პრივატიზების საფასური, ბე/საბანკო გარანტია, პირგასამტეხლო, საურავი და ა.შ.) საკუთარ ტრანზიტულ ანგარიშებზე მიღებას ახორციელებს აუქციონატორი და უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართვას. ამასთან, აღნიშნული თანხების აუქციონატორის ანგარიშებზე განთავსების მიზანს არ წარმოადგენს რაიმე სარგებლის მიღება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პრივატიზება – თიღვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად; ბ) საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა – თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თიღვის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი; გ) პრივატიზაციის გეგმა – მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის, პირობების გარეშე ან პირობებიანი აუქციონის, აუქციონის შედეგად მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ;  დ) აუქციონი – (პირობები ან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, ვადა გაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) – აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და სხვ.) პრივატიზების საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე; ე) პირობების გარეშე აუქციონიაუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; ვ) პირობებიანი აუქციონიაუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; ზ) ვადაგაგრძელებული აუქციონიაუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, თიღვის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; თ) განმეორებითი აუქციონიაუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, თიღვის  მუნიციპალიტეტმა  მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ი) აუქციონატორი – თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ან  თიღვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი) , რომლის მეშვეობითაც ხორციელდება  თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის, საკრებულოს მიერ დადგენილი ფასით და პირობებით აუქციონის გზით რეალიზაცია, აუქციონატორი აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს როგორც აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების მესაკუთრე; კ) აუქციონის გამოცხადება – წარმოადგენს აუქციონატორის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ მოწვევას ოფერტზე (აუქციონზე); ლ) მომხმარებელი – აუქციონატორის ვებგვერდზე (www.eauction.ge) დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება); მ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის ჩატარების წესსა და აუქციონის პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საწყისი საპრივატიზებო საფასური და სხვა ინფორმაცია; ნ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონის მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას; ო) საბანკო გარანტიასაბანკო გარანტია უზრუნველყოფს აუქციონის მონაწილის მიერ აუქციონატორის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წერილობითი ფორმით; პ) აუქციონის მონაწილე – პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი. ჟ) აუქციონში გამარჯვებული – პირი, რომელიც აუქციონის პროცესში გამოვლინდება გამარჯვებულად, რომელზეც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. რ) საწყისი საპრივატიზებო საფასური – დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით დადგენილ საბაზრო ფასზე არანაკლები ოდენობით განსაზღვრული თანხის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციის დასაწყებად, შემდგომი ვაჭრობისთვის; ს) სრული საპრივატიზებო საფასური – აუქციონის პროცესში დაფიქსირებული აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ. ტ) სააუქციონო კონკურენცია – აუქციონის განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად; უ) ბიჯი – თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას; ფ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი) – ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც გამოიცემა სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგები, პრივატიზაციის ძირითადი პირობები, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და აუქციონატორი (მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე); ქ) ხელშეკრულებანასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და შეიცავს ლოტის პრივატიზაციის პირობებს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ქონების შეძენის სხვა პირობებს; ღ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა – აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სრული საპრივატიზებო საფასურის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც ქონების შემძენისათვის პრივატიზებული ქონების საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა. ყ) ბილინგის სისტემით გადახდა – ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც (www.eauction.ge) ვებგვერდზე განთავსებული გადახდის ფორმის – ინვოისის შესაბამისად ხორციელდება თანხის შესაბამისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ ასახვას აუქციონატორის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში). მუხლი 3🔗. ქონების სააუქციონოდ მომზადება 1. თიღვის მუნიციპალიტეტის უძრავ და მოძრავ ქონებას სააუქციონოდ ამზადებს აუქციონატორი.  ქონების სააუქციონოდ მომზადების საფუძველი, მოძრავი ქონების შემთხვევაში, შეიძლება იყოს თიღვის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ან/და ნებისმიერი დაინტერესებული პირის მომართვა, ასევე – თიღვის მუნიციპალიტეტის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წინადადება,  ხოლო უძრავი ქონების მომზადება ხდება დაინტერესებული პირების განცხადების, მათ შორის, ელექტრონული განცხადების საფუძველზე ან/და აუქციონატორის შეხედულებისამებრ. 2. ქონების სააუქციონოდ მომზადება გულისხმობს ქონების შერჩევას, აზომვას, რეგისტრაციას და  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი  ღონისძიებების გატარებას. მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის გამოცხადება და ჩატარების ორგანიზება 1. ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას და ჩატარებას ახორციელებს აუქციონატორი. 2. აუქციონატორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას იწყებს, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 3. აუქციონის დასაწყისად ითვლება აუქციონატორის მიერ აუქციონის დაწყების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე (www.eauction.ge) გამოცხადების მომენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას; ვ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში); ზ) ბიჯის ოდენობას; თ) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას; ი) საპრივატიზებო ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას; კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი სამართლებრივად ჩათვლის მიზანშეწონილად. 5. ვებგვერდზე გამოქვეყნებას ექვემდებარება ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, რეგისტრაციის გავლის, ელექტრონული განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები. 6. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ)აქციების ან წილის საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში; ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ვ) ყველას ხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი სამართლებრივად ჩათვლის მიზანშეწონილად. 7. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს თიღვის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთარსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ქონებას. მუხლი 5🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან თიღვის მუნიციპალიტეტის  მიერ განსაზღვრულ ვადაში  ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 და მე- 4 პუნქტების და მე-6 მუხლის შესაბამისად გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით. 2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) აუქციონატორის ვებგვერდზე (www.eauction.ge) დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების და პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში აუქციონის პირობების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება; გ) ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წერილობითი ფორმით წარდგენა. 3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-3 პუნქტის მოთხოვნები. მუხლი 6🔗. სისტემაში შესვლა და აუქციონში მონაწილეობის მსურველის ანგარიში 1. აუქციონში მონაწილეობის მსურველი გადის რეგისტრაციას აუქციონატორის ვებგვერდზე (www.eauction.ge), სადაც ავსებს პირადი მონაცემების ველებს და აფიქსირებს მომხმარებლის სახელს, ეცნობა ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესებს და ეთანხმება მათ. 2. აუქციონატორს არ ეკისრება აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის გადამოწმების ვალდებულება. წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აუქციონში მონაწილეობის მსურველს. 3. აუქციონატორის ვებგვერდზე დარეგისტრირებული აუქციონში მონაწილეობის მსურველი სისტემაში შედის „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ შესაბამის გრაფაში - „სისტემაში შესვლა“ შეყვანის გზით. 4. ვებგვერდზე რეგისტრირებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს აუქიონატორის ვებგვერდზე აქვს საკუთარი ანგარიში, სადაც შეუძლია ნახოს მის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია და, სურვილის შემთხვევაში, შეიტანოს მასში გარკვეული ცვლილებები. 5. აუქციონზე ბეს გადახდის ან საბანკო გარანტიის წარმოდგენის და აუქციონატორის მიერ განაცხადის მიღების (დადასტურების) შემდეგ მომხმარებელს ენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი, ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს გამართულ ელექტრონულ ვაჭრობაში და მასზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები. 6. აუქციონში განაცხადის წარმოდგენა (აუქციონში მონაწილეობის სურვილის დადასტურება) არ წარმოშობს ვებგვერდზე რეგისტრირებული აუქციონში მონაწილეობის მსურველისთვის აუქციონში მონაწილეობის ვალდებულებას, თუკი არ იქნება გადახდილი შესაბამისი ბეს თანხა ან/და არ იქნება წარმოდგენილი საბანკო გარანტია. 7. ბეს თანხის არასწორად ან არასრულად გადახდის ან/და არასრულ თანხაზე წარმოდგენილი საბანკო გარანტიის შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს არ წარმოეშვება აუქციონში მონაწილეობის უფლება. აღნიშნულ შემთხვევაში არასრულად გადახდილი ბეს თანხა ან საბანკო გარანტია უკან ბრუნდება. 8. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. აუქციონში მონაწილისათვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა. მუხლი 7🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის, რეგისტრირდება აუქციონატორის ვებგვერდზე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს (მომხმარებელს) ენიჭება ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი. 2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში. 3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში, აუქციონის მიმდინარეობისას აუქციონის მონაწილეს საშუალება აქვს სრულად იხილოს ფასების შეთავაზების ისტორია როგორც ვაჭრობის გვერდზე, ასევე ვებგვერდზე არსებულ საკუთარ ანგარიშში. 4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის ან მისთვის სასურველი, ბიჯზე მეტი თანხის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინრეჟიმში, ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 5. აუქციონში მონაწილეს არ შეუძლია დადგენილი ბიჯის ოდენობაზე დაბალი ბიჯის დაფიქსირება, ამასთან, შუალედში აუქციონის სხვა მონაწილის მიერ ფასის შეთავაზების დაფიქსირების გარეშე, არ შეუძლია ორჯერ ზედიზედ ფასის შეთავაზება. 6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 5 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 5 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი. 7. აუქციონის დასრულების ვადის ან/და ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე ლოტზე წყდება ვაჭრობა. 8. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე არაუგვიანეს წინა სამუშო დღის 18 საათისა, აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია გადაიხადოს ბე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ან წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ვადის გასვლიდან ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 წუთისა, ბეს გადახდა აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია   ბილინგის ან სხვა შესაბამისი სისტემით. 10. თუ აუქციონის დასრულების დღე ემთხვევა დასვენების ან/და უქმე დღეს, აუქციონი დასრულდება და გამარჯვებული გამოვლინდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით (მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე), გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 11. აუქციონის ყველა მონაწილეს საშუალება ეძლევა პრივატიზებული ლოტის, სრული საპრივატიზებო საფასურის და აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია იხილონ ვებგვერდის საშუალებით. 12. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის თარიღი და მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულს შესაძლებლობა აქვს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით გაეცნოს და ჩამოტვირთოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და აქვს იურიდიული ძალა აუქციონატორის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. 13. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ბე აუქციონში დამარცხებულს უბრუნდება მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, ხოლო საბანკო გარანტია დამარცხებულს უბრუნდება მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 8🔗. აუქციონის მონაწილის პასუხისმგებლობა  აუქციონის მონაწილე კარგავს წარმოდგენილ საბანკო გარანტიას ან მას არ უბრუნდება გადახდილი ბე, შემდეგ შემთხვევებში: ა) აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს; ბ) აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილეა და მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს; გ) აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მონაწილეს მიეცა აუქციონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; დ) აუქციონის მონაწილე ხელს შეუშლის აუქციონის ჩატარებას; ე) დაარღვია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესით გათვალისწინებული პირობები. მუხლი 9🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. აუქციონატორი უფლებამოსილია: ა) საპრივატიზებო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის ცვლილებების შემთხვევაში,  თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, ცვლილებების შესაბამისად შეცვალოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და მისი პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე; ბ) შეწყვიტოს ან შეაჩეროს აუქციონთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით; დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები; ე) ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიიღოს ელექტრონული ფორმით. 2. აუქციონატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოსთხოვოს აუქციონატორისთვის საჭირო ინფორმაციული ხასიათის ნებისმიერი სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტის წარმოდგენა. 3. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა. 4. აუქციონატორი ვალდებულია, შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების მოწმობა შეძენილ ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების მოწმობა ვალდებულებების შესრულების პირობით). 5. აუქციონში მონაწილე უფლებამოსილია: ა) შეარჩიოს ლოტი და შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები. 6. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუქციონატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია. მუხლი 10🔗. ანგარიშსწორება 1. შესაბამისი პირობების არსებობისას საბანკო გარანტიის მოთხოვნის უფლებამოსილება ენიჭება აუქციონატორს. 2. თუ აუქციონში მონაწილეს, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, წარმოდგენილი ჰქონდა საბანკო გარანტია, აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში იგი იხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს. სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება უკან. 3. ბეს გადახდის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საბოლოო თანხას – სრული საპრივატიზებო საფასურისა და ბეს სხვაობას. 4. აუქციონში გამარჯვებული საბოლოო თანხას იხდის საბანკო დაწესებულებაში აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე ან აუქციონატორის ვებგვერდის საშუალებით. 5. აუქციონატორის ვებგვერდზე აუქციონში მონაწილისათვის ხელმისაწვდომია: ა) ბეს გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის შესახებ, ინფორმაციას აუქციონის და ლოტის ნომრის შესახებ, ინფორმაციას თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით. ბ) სრული საპრივატიზებო საფასური, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხაზე, გადამხდელზე, ინფორმაციას თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით. 6. მომხმარებელი ბეჭდავს გადახდის დოკუმენტს და აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას. მუხლი 11🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში – ოქმი) საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში -ხელშეკრულება). 2. პირობების გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში – ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შემოთავაზებულ/დასახელებულ საბოლოო ფასს. 3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს მას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება. 4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირზე ბე/უპირობო ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან. 6. თუ გამოცხადებული იყო ელექტრონული აუქციონი პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს და ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევებს. 7. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 8. პირობების გარეშე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის დათქმულ დროში სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს, ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 9. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო წილებისა და აქციების შემთხვევაში – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 10. თუ სააუქციონო ლოტი შედგება რამდენიმე ქონებისგან, იმ ქონებაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება შემდგომ საჯარო რეგისტრაციას, გაიცემა ერთი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 11. შემდგომ საჯარო რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ქონებაზე გაიცემა ცალკე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 12. აუქციონში გამარჯვებულს შეუძლია აუქციონატორის ვებგვერდიდან ჩამოტვირთოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 13. ელექტრონული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით. ელექტრონულ საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა აუქციონატორის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. 14. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მესაკუთრე. 15. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინებით. მუხლი 12🔗. აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობა 1. თუ პირობების გარეშე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი დადგენილ ვადებში უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე, არ გადაიხდის ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე, შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადაც. 3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, თიღვის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული, შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით,რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს აუქციონატორს. 5. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს. 6. იმ შემთხვევაში, თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა. 7. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით. 8. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარდა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონისა, აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ: ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველდარღვევაზე – ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%. 9. პირობებით გამოცხადებული აუქციონის ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა აუქციონატორის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად, ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. მუხლი 13🔗. ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონი 1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები. მუხლი 14🔗. სხვა დებულებები 1. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გარეშე წყვეტს აუქციონის ფორმით განკარგულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება. იმ სამუშაოთა წარმოების თაობაზე თანხმობის საკითხზე, რომლითაც მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება, გადაწყვეტილება მიიღება თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. 2. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გარეშე, წყვეტს აუქციონში გამარჯვებულის მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე შეძენილი ქონების მესამე პირზე იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, უზუფრუქტით ან აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის საკითხს, თუკი აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს თიღვის მუნიციპალიტეტის თანხმობას. 3. აუქციონატორი  (თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა) უფლებამოსილია, თიღვის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თანხმობის გარეშე, მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ აღნიშნული საკითხი განსაზღვრულია ან/და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ან/და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით. მუხლი 15🔗. დავების გადაწყვეტის წესი თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავებს (მათ შორის, პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო. თიღვის მუნიციპალიტეტის აუქციონის ფორმით პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.