ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №5 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2015 წლის 6 ივლისი ქ. ტყიბული
|
„3. საკრებულს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულო.“
„3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის 26-ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით კომისიის წევრი. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
„1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხებიან თვითმმართველი ერთეულში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, წელიწადში ერთხელ შესაძლებელია საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარება თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.“
„1. საკრებულო ამტკიცებს წლიურ სამუშაო გეგმას.“
„2. საკრებულო საქმიანობის წლიურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე“.
„3. საკრებულო წლიურ გეგმიდან გამომდინარე საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე გამგებლის/მერის წინადადებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტს. დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნას საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი სავარაუდო დრო.“
„6. დაუშვებელია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხის შეტანა, გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი იმ საკითხებისა, რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად, ასევე აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევისა.“
„1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით;
ბ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;
გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით.
ე) მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით.“.
„3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ მიიღება ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მიხედვით, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით“.
„1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ პრესაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, ხოლო გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.
3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და გაზეთში, ასევე ამ რეგლამენტის 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
4. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ პრესაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ პრესაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“
„1. წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულო ატარებს ამომრჩეველთა მოსმენას (საკრებულოს „ღია კარის სხდომას")“.
|