„სავალდებულო ხანძარსაწინააღდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3(10), 1999 წელი, მუხ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მიერ დასაზღვევი ობიექტის უკანასკნელი სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევის და შემოწმების აქტის ასლი.“.
2. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მზღვეველი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებს;“.
3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3 ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ შეღავათებს დამზღვევს გაუწევენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები სათანადო აქტის საფუძველზე.“.
4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები ვალდებულნი არიან სავალდებულო ხანძარ-საწინააღმდეგო დაზღვევის უქონლობის გამოვლენის შემთხვევაში გამოიყენონ „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№957–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სავალდებულო ხანძარსაწინააღდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2004.
- როდის იქნა მიღებული „სავალდებულო ხანძარსაწინააღდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სავალდებულო ხანძარსაწინააღდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №957. სარეგისტრაციო კოდი — 290.130.000.05.001.001.712.
- სად არის „სავალდებულო ხანძარსაწინააღდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სავალდებულო ხანძარსაწინააღდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №957, 29.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 290.130.000.05.001.001.712 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28978/