⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.04.2018)
გაუქმებულია:

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2015
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.174.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 577 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2015 მიღება
20.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 ქ. გორის ცენტრალურ ზონაში
2 ქ. გორის შუალედურ ზონაში
3 ქ. გორის პერიფერიულ ზონაში
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 2015 წლის 3 ივლისი ქ. გორი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე დანართი 1 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. 2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 %-ის ოდენობით. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 %; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %.      მუხლი 4🔗 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია: № ტერიტორია საბაზისო განაკვეთი (ლარი) ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი (ლარი) 1 ქ. გორის ცენტრალურ ზონაში I ქვეზონა 0,24 1,5 0,36 II ქვეზონა 0,24 1,4 0,34 III ქვეზონა 0,24 1,3 0,31 2 ქ. გორის შუალედურ ზონაში 0,24 1,0 0,24 3 ქ. გორის პერიფერიულ ზონაში I ქვეზონა 0,24 0,9 0.22 II ქვეზონა 0,24 0,8 0,19 III ქვეზონა 0,24 0,7 0,17 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზონებისათვის გამოიყენება ,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №19 დადგენილება. მუხლი 5🔗 სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის (გარდა ამ დანარტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 82 ლარი. მუხლი 6🔗 სათიბებისა და საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) სათიბებზე-20 ლარი; ბ) საძოვრებზე-16 ლარი; მუხლი 7🔗 ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ამ დანართის მე-5 მე-6 მუხლებით დადგენილი შესაბამისი ოდენობა. მუხლი 8🔗 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 9🔗 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლით. მუხლი 10🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ​2“ ქვეპუნქტიდან  გამომდინარე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები სრულად; ბ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 30 ( ოცდაათ) კვ.მეტრს.