საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ
მიღების თარიღი 06.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №316
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018701
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„შპს ლექსიკა“ და „შპს კომპანია სალუტი SALUTE Company“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ მანილა ზიროვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ რუსლან გვარაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იზოლდა რჩეულიშვილი და მანია ოსიტაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №316
2015 წლის 6 ივლისი
ქ.თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ
მუხლი 1🔗
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (19 თებერვალი, 2015 წელი, №3094-IIს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) განისაზღვროს ლიკვიდირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) უფლებამონაცვლედ შემდეგ საკითხებში:
ა) 2015 წლის 27 აპრილამდე წარმოქმნილ დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა ანაზღაურების ნაწილში;
ბ) მოძრავი ქონების და ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობისა და მოქმედი კანონმდებლობით განკარგვის ნაწილში;
გ) სასამართლოში სამსახურის მონაწილეობით, 2015 წლის 27 მარტამდე დაწყებული საქმეების დასრულებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებისა და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ნაწილში.
2. სამინისტრომ უზრუნველყოს სამსახურის ლიკვიდაციის შემდგომ შეწყვეტილი სასარჩელო წარმოების მონაწილე მხარეების მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის მხარეებისათვის უკან დაბრუნება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი