„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2015 წლის 6 ივლისი ქ. ხაშური |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. გამგეობის საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას და საბუღალტრო მომსახურებას.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ბუღალტრული აღრიცხვა - ანაგარიშგების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.";
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,წ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,წ) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ჭ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჭ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ხ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ხ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ჯ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჯ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;“
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ჰ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და გამგებლის წარმომადგენლის სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;“;
თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ჰ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ1) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.07.2015. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.143.016336.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №27, 06.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016336 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2899378/