მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.07.2015
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი | მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2015 წლის 6 ივლისი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 ,,ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დანართი №1-ის შესაბამისად ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი
დანართი 1
მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც თავის მუშაობას წარმართავს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის: საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 ,,ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების, წინამდებარე დებულების საფუძველზე.
2.
საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს კომპეტენცია
საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა)
საბჭოს დღის წესრიგით განსახილველ საკითხებზე მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისათვის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა;
ბ)
ქალაქათმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით, საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებთან ერთად;
გ)
მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხების თაობაზე წინადადებების, შენიშვნებისა და საჩივრების განხილვა;
დ)
ქალაქათმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა მომზადება;
ე)
მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონების რუკების დამტკიცებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება მუნიციპალიტეტი გამგეობის შესაბამის სამსახურთან ერთად;
ვ)
სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ზ)
ქალაქათმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებების და/ან დასკვნების პროექტების მომზადება.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
1.1. საბჭოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს; ბ) კოორდინაციას უწევს საბჭოს წევრების საქმიანობას;
გ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს;
დ) აწარმოებს სამსახურებრივ მიმოწერას;
ე) საბჭოს სხდომებში სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სპეციალისტებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს გამგებლისათვის წარსადგენად;
ვ) აკონტროლებს საბჭოს სხდომების დღის წესრიგის, სამუშაო გეგმისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;
ზ) ასრულებს საბჭოს წარმომადგენლობით ფუნქციას;
თ) საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს მდივანს.
ი) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
2. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს წევრთაგან ირჩევს და ნიშნავს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
2.1. საბჭოს თამჯდომარის მოადგილის უფლება-მოვალეობები:
ა) საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ:
3.1. საბჭოს მდივანი.
3.3.1.1. საბჭოს მდივნის უფლებამოსილებები:
ა) ორგანიზებას უწევს სხდომების გამართვას, კოორდინაციას უწევს საბჭოს მუშაობა; ბ) განაგებს საბჭოს საქმის წარმოებას, ხელს აწერს საბჭოს ოქმებს; გ) საბჭოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა განრიგს;
დ)საბჭოს წევრებს აწვდის საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს, კონტროლს უწევს დოკუმენტაციის შეგროვებასა და მის დამუშავებას;
ე) აკონტროლებს საბჭოს სხდომების დღის წესრიგის მიმდინარეობას;
3.4. საბჭოს წევრები.
3.4.1. საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობები:
3.4.1.1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) დააყენოს საბჭოს სხდომებზე საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი.
3.4.1.2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში;
ბ) დააფიქსიროს სრულყოფილი პოზიცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ განსახილველ საკითხზე;
გ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
დ) წარმოუდგინოს საბჭოს ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ.
3.4.1.3. საბჭოს წევრებს უნდა მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;
3.4.1.4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა)პირადი განცხადებით საფუძველზე;
ბ) კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება საბჭოს მიერ შესასრულებელ საქმიანობას;
გ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
დ) გამოიჩინა აშკარა მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;
ე) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის საბჭოს წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ზ) გათავისუფლდა იმ სამსახურიდან, რომელსაც წარმოადგენდა საბჭოში;
თ) გარდაიცვალა;
ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გარემოების არსებობისას, რაც შეუძლებელს ხდის საბჭოში წევრის უფლებამოსილების განხორციელებას.
3.5. საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
3.6. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს საბჭოში შემავალი წევრების ცვლილება.
მუხლი 4🔗.
საბჭოს მუშაობის რეგლამენტი
1.
საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
2.
საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
3.
საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა)
ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ)
სხდომის დრო და ადგილი;
გ)
სხდომის თავმჯდომარის და დამსწრე საბჭოს წევრების ვინაობა;
დ)
დღის წესრიგი (განსახილველი საკითხები);
ე)
განსახილველ საკითხზე საბჭოს თითოეული წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთება;
ვ)
საკითხზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
ზ)
კენჭისყრის შედეგები;
თ)
განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.
სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
5.
საბჭოს ოქმში დღის წესრიგით განსახილველ თითოეულ საკითხზე საბჭოს წევრთა მხრიდანდაფიქსირებული პოზიცია დახურულია საბჭოს წევრის ვინაობის გამჟღავნებისგან.
6.
საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
7.
საბჭოს სხდომის კვორუმია საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭოს მიერ გადაწყვეტილებათა მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5🔗.
ანგარიშგება
საბჭო ანგარიშვალდებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წინაშე.