გურჯაანის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს ნარჩენების შეგროვების სისტემა
მიღების თარიღი 06.07.2015
ძალის დაკარგვა 11.08.2015
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016222
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს ნარჩენების შეგროვების სისტემა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2015 წლის 6 ივლისი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს ნარჩენების შეგროვების სისტემა
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 48-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს გურჯაანის მუნციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალი, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს ნარჩენების შეგროვების სისტემა და შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე 2016 წლის 15 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა), 33-ე მუხლის პირველი ნაწილით და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა:
1. სოფელ ვაჩნაძიანისა და სოფელ კახიფარის ადმინისტრაციული ერთეული;
2. სოფელ კალაურის ადმინისტრაციული ერთეული;
3. სოფელ შაშიანის ადმინისტრაციული ერთეული;
4. სოფელ ვაზისუბნის ადმინისტრაციული ერთეული;
5.სოფელ მუკუზნისა და სოფელ ზეგაანის ადმინისტრაციული ერთეული;
6. სოფელ ველისციხის ადმინისტრაციული ერთეული;
7. სოფელ ახაშნის ადმინისტრაციული ერთეული;
8. სოფელ ჩუმლაყისა და სოფელ ყიტაანის ადმინისტრაციული ერთეული
9. სოფელ გურჯაანის ადმინისტრაციული ერთეული;
10. სოფელ ჭანდრის ადმინისტრაციული ერთეული;
11. სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციული ერთეული;
12. სოფელ ვეჯინის ადმინისტრაციული ერთეული;
13. სოფელ კოლაგის ადმინისტრაციული ერთეული;
14. სოფელ ბაკურციხის ადმინისტრაციული ერთეული;
15. სოფელ კარდენახის ადმინისტრაციული ერთეული;
16. სოფელ ჩალაუბნის ადმინისტრაციული ერთეული;
17. სოფელ მელაანის ადმინისტრაციული ერთეული;
18. სოფელ კაჭრეთის ადმინისტრაციული ერთეული;
19. სოფელ ზემო კაჭრეთის ადმინისტრაციული ერთეული;
20. სოფელ ნანიანის ადმინისტრაციული ერთეული;
21. სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული ერთეული;
22. სოფელ არაშენდის, სოფელ ქოდალოს, სოფელ დარჩეთის, სოფელ ზიარისა და სოფელ ფხოველის ადმინისტრაციული ერთეული;
23. სოფელ ჭერემის ადმინისტრაციული ერთეული.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი