ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 07.07.2015
ძალის დაკარგვა 04.05.2022
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 ივლისის №36 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.05.2022
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2015 წლის 7 ივლისი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“, ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების“ (2015 წლის 4 მარტის №11 დადგენილება) მე-4 მუხლის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 1191, 150-ე, 151-ე 1534, 159-ე, 1591 მუხლებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების წამყვან სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში.
მუხლი 2🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 152-ე, 1522 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების წამყვან სპეციალისტს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში.
მუხლი 3🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლით, აგრეთვე საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი" 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 39-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების წამყვან სპეციალისტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი