სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №320 |
|
2015 წლის 7 ივლისი ქ.თბილისი |
|
2. ეს წესი ადგენს მოთხოვნებს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების მიმართ და აწესრიგებს ურთიერთობებს ბიზნესოპერატორს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებსა და მომხმარებლებს შორის.
3. ეს წესი ვრცელდება სურსათზე/ცხოველის საკვებზე, რომელიც:
ა) შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს ან შედგება ამ ორგანიზმებისგან;
ბ) წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან ან შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან.
4. ეს წესი არ ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე, თუ მათ შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ია, ან 0,9%-ზე ნაკლებია.
5. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
ა) თუ სურსათი/ცხოველის საკვები შედგება ერთი ან მეტი ინგრედიენტისგან, სიტყვები „გენეტიკურად მოდიფიცირებული“ ან „წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმისგან“ მითითებული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში, უშუალოდ მოცემული ინგრედიენტის გასწვრივ;
ბ) თუ სურსათი/ცხოველის საკვები შეიცავს შედგენილ ინგრედიენტს, რომლის შემადგენლობაში არის გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმისგან წარმოებული პროდუქტი, ეტიკეტზე, ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს სიტყვები: „შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ____________________“ ან „შეიცავს _________________________, რომელიც წარმოებულია
(ორგანიზმის დასასახელება) (ინგრედიენტის დასახელება)
გენეტიკურად მოდიფიცირებული __________________________ ;“ ;
(ორგანიზმის დასასახელება)
გ) თუ სურსათი/ცხოველის საკვები წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმისგან წარმოებულ პროდუქტს, რომელიც მხოლოდ ერთი ინგრედიენტისაგან შედგება, მაშინ სიტყვები „გენეტიკურად მოდიფიცირებული“ ან „წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ______________“
(ორგანიზმის დასასახელება)
მკაფიოდ და თვალსაჩინოდ უნდა იქნეს მითითებული ეტიკეტზე;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ინგრედიენტების ჩამონათვალში აღნიშნული უნდა იქნეს იმავე ზომის შრიფტით, რომლითაც დაბეჭდილია ინგრედიენტების სხვა ჩამონათვალი;
ე) სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია შეფუთვის გარეშე, საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართების ან/და ბუკლეტების სახით, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის;
ვ) სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია მცირე ზომის შეფუთვით და რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები აუცილებელია განთავსდეს ამ სურსათის/ცხოველის საკვების შესაფუთ მასალაზე თვალსაჩინოდ, დიდი ზომის შრიფტით;
ზ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში განთავსებული უნდა იყოს წარწერა –„გმო“, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში წარწერა – „გმ“. აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მათი იდენტიფიცირება.
ა) სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის დროს;
ბ) სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო კონტროლის დროს.