„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№332
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.018717
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №332

2015 წლის 7 ივლისი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში (სსმ, 2008 წ., №29) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების (შემდგომში − დებულება):

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის დასადგენად ჩატარებული კვლევისა და თავშესაფრის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადებული დასკვნის ანალიზის საფუძველზე საჭიროებების გამოვლენა და ეფექტურობის ასამაღლებელი შესაბამისი სასწავლო კურსის/ტრენინგის დაგეგმვა-განხორციელება და შედეგების ანალიზი;

ჟ) თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის დამდგენი და თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სპეციალისტებისათვის სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.“.

2.  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ.“ და „ა.დ.“ ქვეპუნქტები:

„ა.გ) სტატუსის დადგენის განყოფილება;

ა.დ) ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილება.“.

3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ − ტ“ ქვეპუნქტები:

„ნ) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ო) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება;

პ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;

ჟ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავება;

რ) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ს) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.“.

4. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველო.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ძალაშია 2015 წლის 6 ივლისიდან, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან. 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.07.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №332. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.018717.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №332, 07.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018717 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2901314/