თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება "2/8888-15 (შპს "სტატუსი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე
№
2/8888-15 (
330210315802426)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წელი 6 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „STATUS” (ს/კ 404410507)
წარმომადგენელი: ნანა წურწუმია
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2015 წლის 8 მაისს განცხადებით მომართა შპს „STATUS”-ის (ს/კ 404410507) წარმომადგენელმა ნანა წურწუმიამ და ითხოვა შპს „STATUS”-ის (ს/კ 404410507) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელმა განმარტა, რომ შპს „STATUS” (ს/კ 404410507) სამეწარმეო რეესტრში რეგიტრირებული იყო 2011 წლის 2 ნოემბრიდან. საზოგადოება ძირითადად ეწეოდა საკლუბო საქმიანობას (კაფე, ღამის კლუბი). კომპანიას 2012 წლის მარტის თვიდან შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. 2014 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით
შპს „STATUS”-ის (ს/კ 404410507) დავალიანება შეადგენს 23 550,05 (ოცდასამი მთელი ხუთას ორმოცდაათი მთელი ხუთი მეასედი) ლარს. თუმცა ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიას არ შეუძლია დავალიანების დაფარვა. საწარმოს ერთადერთი უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი. მას არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები, არ აქვს არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრებაში, არ ფლობს წილს სხვა რაიმე საწარმოში და ანგარიშებზე არ გააჩნია ფულადი თანხა.
ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელმა მოითხოვა შპს „STATUS”-ის (ს/კ 404410507) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „STATUS”-ს (ს/კ 404410507) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „STATUS”-ის (ს/კ 404410507) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. კრედიტორებს ასევე განემარტათ, რომ თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც გახდებოდა მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 18 მაისს, ამავე თარიღს ჩაბარდა განჩინება ერთადერთ კრედიტორს – შემოსავლების სამსახურსაც (იხ. ხელწერილი გზავნილის ჩაბარების შესახებ). განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „STATUS”-ის (ს/კ 404410507) კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
აღნიშნული კი საფუძველია შპს „STATUS”-ის (ს/კ 404410507) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „STATUS” (ს/კ 404410507) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს „STATUS”-ს (ს/კ 404410507) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე; განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალემ.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე