პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3939-რს
სარეგისტრაციო კოდი
100030010.05.001.017819
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2015

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 58-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.“.

2. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 59. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა

მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3939-რს