„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- პროკურატურის შესახებ 21.10.2008
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის შუამდგომლობებს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;“.
2. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სამხედრო ძალების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
ქუთაისი, 8 ივლისი 2015 წ. N3941-რს |